GE
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები
ღირებულება: 400 ლარი
კონსულტაციებისა და ტრენინგების ოფისი „სითიო“ აცხადებს მიღებას კურსზე ,,ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები“
 
კურსს კითხულობს სპეციალისტი ნადეჟდა კვატაშიძე - ფინანსური აღრიცხვის ლექტორი, პროფესორი; სახელმძღვანელოს ,,ფინანსური აღრიცხვა” (მეორე დონის თანაავტორი)
 
კურსის აღწერა: 
სასწავლოსწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული პროგრამებითა და მეთოდების მიხედვით, რომლის მიზანია კვალიფიკაცია აუმაღლოს მოქმედ ბუღალტრებს, უზრუნველყოს ამავე სფეროში მოღვაწე პროფესიონალთა ჯგუფების გადამზადება, რათა სწორად განახორციელეონ ფინანსური ანაგიშგების მომზადება.მსმენელები შეძლებენ ვირტუალურ კომპანიებში კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას ორგანიზაციებში.. 
სამიზნე აუდიტორია: ბუღალტრები, მთავარი ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები, აუდიტორები. 
   
კურსის პროგრამა:
  • ლექცია #1: ბასს 16. ძირითადი საშუალებები (აღიარება, შეფასება, სააღრიცხვო ერთეული, ექსპლუატაცია, ცვეთა, გასვლა, გადაფასება). {ბასს 23, ბასს 36}
  • ლექცია #2: ბასს 16. ძირითადი საშუალებები (ცვეთა, გასვლა, გადაფასება)
  • ლექცია #3: ბასს 38. არამატერიალური აქტივები (აღიარება, შეფასება, ამორტიზაცია, გუდვილი, გასვლა) {ფასს 3}
  • ლექცია #4: ბასს 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (აღიარება, თავდაპირველი შეფასება, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება) {ბასს 21}
  • ლექცია #5: ბასს 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (აღრიცხვის მეთოდები, გაუფასურება, ინვენტარიზაცია)
  • ლექცია #6: ბასს 1. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (მოთხოვნების აღრიცხვა: აღიარება, შეფასება, გაუფასურება, საეჭვო მოთხოვნები). ბასს 18. ამონაგები (შემოსავლების აღიარება)
  • ლექცია #7: ბასს 12. მოგებიდან გადასახადები (მოგების გადასახადის აღრიცხვა: ფინანსური და საგადასახადო მოგება, გადავადებული გადასახადები)
  • ლექცია #8: ამოცანა. საგადასახადო დეკლარაცია, მოგებისა და ზარალის ანგარიშგება, გადავადებული მოგების გადასახადი
  • ლექცია #9: საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
  • ლექცია #10: ბასს 1. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი: ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, სრული შემოსავლის ანგარიშგება, კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება)
  • ლექცია #11: ბასს 7. ფულადი ნაკადების ანგარიშგება
  • ლექცია #12: ბასს 8. სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები. 
კურსის ხანგრძლივობა 36 საათი;
კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
 
ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (სამშაბათი 19:00-21:00, კვირა 10:00-13:00)
 
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი/ყავაზე).
 
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
 
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 

 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე მითითებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები