GE
საბანკო საქმის ტრენინგ-კურსი გრანდიოზული ფასდაკლებით
ღირებულება: 75 ლარი
ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი „I T C“ გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებას საბანკო საქმის ტრენინგ-კურსზე.
 
მიმდინარე ფასდაკლებით 250 ლარის ნაცვლად სრულ კურსში გადაიხდით 75 ლარს!
 
ფასდაკლების პროგრამაში მოხვდებიან მხოლოდ ის მსმენელები, რომლებსაც გავლილი ექნებათ რეგისტრაცია 8 მარტამდე!
სწავლა დაიწყება 10 მარტიდან!
 
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მსმენელებისთვის საბანკო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მომსახურების სახეების, ბანკის მართვის საბაზისო საფუძვლების სწავლება; აგრეთვე იმ ეკონომიკური, სამართლებრივი და ზედამხედველობის პრინციპების დაუფლება, რომლებიც წარმოადგენს საქართველოში კომერციული ბანკების ფუნქციონირების საფუძველს და განსაზღვრავს მათ საქმიანობას.
 
კურსის შინაარსი
  • საბანკო სისტემა და მისი არსი - ბანკების წარმოშობის ისტორია და განვითარების ეტაპები, საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ისტორია, საბანკო სისტემის არსი და მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკურ ცხოვრებაში;
  • ცენტრალური და კომერციული ბანკები - ცენტრალური და კომერციული ბანკების მნიშვნელობა და განსხვავება, მათი ფუნქციები და როლი ქვეყნის ფინანსური სისტემის მართვაში;
  • საბანკო პროდუქტები - საბანკო პროდუქტების არსი და სახეები, მათი მნიშვნელობა და განვითარების ეტაპები;
  • საბანკო კრედიტები - საბანკო კრედიტების სახეები, დაკრედიტების პრინციპები და მნიშვნელობა
  • საბანკო ოპერაციები - ბანკების საოპერაციო პროდუქტები, ანაბრები, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სისტემები, ბანკთაშორისი საკორესპონდენტო ურთიერთობები
  • თანამედროვე საბანკო პროდუქტები და ტექნოლოგიები - პლასტიკური ბარათები, დისტანციური საბანკო მომსახურება და ინტერნეტ ბანკინგი, პერსონალური საბანკო მომსახურება;
  • საბანკო რისკების სახეები, საბანკო რისკების მართვა - საკრედიტო რისკი, სავალუტო რისკი, საოპერაციო რისკი; კრედიტის დამტკიცება-დამუშავების მექანიზმები;
  • ბანკში მუშაობის პრინციპები და ღირებულებები - ბანკში მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, განვითარების პერსპექტივები და ორგანიზაციის ღირებულებებზე აგებული კარიერა;
კურსის გავლის შედეგები:
 
ცოდნა და გაცნობიერება. სტუდენტმა იცის: 
  • ბანკის, საბანკო სისტემის არსი და საბანკო სისტემის მდგომარეობა საქართველოში;
  • ცენტრალური და კომერციული ბანკების ფუნქციების და ფუნქციონირების საფუძვლები;
  • უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა კომერციულ ბანკში;
  • დაკრედიტების სისტემის საფუძვლები; დაკრედიტების პროცესი კომერციულ ბანკში;
  • დაკრედიტების სახეები და უზრუნველყოფის ფორმები;
  • კომერციული ბანკის სხვადასხვა ოპერაციები; ანალიზისა და ანგარიშგების სისტემა კომერციულ ბანკში;
  • კომერციული ბანკის კონტროლის სისტემები; კომერციული ბანკის დაკრედიტების პროცესის ეტაპები;
  • მსესხებლების (იურიდიული და ფიზიკური პირების) კრედიტუნარიანობის შეფასების სისტემები;
  • თანამედროვე საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების სახეები;
კურსი მოიცავს 10 ლექციას.
მეცადინეობა  ჩატარდება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 1 სთ.- 1 სთ.15 წთ.
ლექციები ჩატარდების დრო: 20.00 სთ.
 
სურვილის მიხედვით ვინც თანახმა იქნება კურსის ბოლოს გავა გამოცდაზე და აიღებს  სერთიფიკატს. გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერტიფიკატი გამოცდის საფუძველზე.(გამოცდაზე გასვლა და სერთიფიკატის აღება ფასიანია, ღირებულება 15 ლარი).
 
კურსს წარუძღვება: ნიკოლოზ რუხაძე
სტატუსი: საცალო-საბანკო საქმიანობის საკრედიტო რისკების მენეჯერი
 
იჩქარეთ! მიმდინარეობს ეტაპობრივად ჯგუფების დაკომპლექტება!
ასაკი შეუზღუდავია!
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ტრენინგცენტრში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები