GE
სტომატოლოგიის ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამები
ღირებულება: 2250 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - დიპლომირებული სტომატოლოგი Doctor of Dental Medicine (DDM)
 
სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების აუცილებელი პირობაა თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრაცია, კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარება ვირტუალური სიმულაციის ცენტრში (უმცროსკურსელებისთვის) და კლინიკურ გარემოში (უფროსკურსელებისთვის).
 
სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია სწავლების შემდეგი ფორმების გამოყენება: ინტერაქტიური ლექციები, სემინარები, შუალედური გამოცდები;  კლინიკურ გარემოში სწავლება (bedside teaching);  სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენება; პაციენტისა და ექიმის როლების შესრულება;  ლაბორატორიული სწავლება;  პრეზენტაციები; სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობა;  პრაქტიკული კურსების გავლა კლინიკურ ბაზებში.
 
სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ორი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა და საფანტომო სწავლების ორი კაბინეტი, რომელშიც სტუდენტები სტომატოლოგიურ კლინიკაში შესვლამდე, ფანტომებზე სწავლობენ უმნიშვნელოვანეს სტომატოლოგიურ პროცედურებს.
 
სამეცნიერო უნარ–ჩვევების გამომუშავების მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევის მოდული.
  • ქართულენოვან პროგრამაზე სწავლების ენა ქართული;
    პროგრამის ხანგრძლივობა 5 წელი, 300 ECTS კრედიტი;
    სწავლის წლიური საფასური 2250 ლარი. 
     
  • ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების ენა ინგლისური;
    პროგრამის ხანგრძლივობა 5 წელი, 300 ECTS კრედიტი;
    სწავლის წლიური საფასური 3800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
     
  • რუსულენოვან პროგრამაზე სწავლების ენა რუსული;
    პროგრამის ხანგრძლივობა 5 წელი, 300 ECTS კრედიტი;
    სწავლის წლიური საფასური 3500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
თავიდანვე შემოხაზე 115, ბედნიერი სტუდენტობა.
 
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური, რუსული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები