GE
ტელე-ოპერატორის მომსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი სტაჟირებით
ღირებულება: 250 ლარი
"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC" აცხადებს მიღებას ტელე-ოპერატორის მომსამზადებელ სასერტიფიკატო კურსზე სტაჟირებით.
 
წარმატებული მსმენელები ასევე დასაქმდებიან!
 
კურსს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები და მოქმედი ოპერატორები! სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები თეორიიასთან ერთად გაივლიან  პრაქტიკულ სამუშაობს, ისწავლიან გუნდურ მუშაობას, საინფორმაციო სიუჟეტის, სატელევიზიო პროგრამის მომზადებას, პირდაპირი ეთერის დროს მუშაობას, ვიდეო რგოლის გადაღებას, მონტაჟის საფუძვლებს და ა.შ.
 
სწავლის პერიოდში სტუდენტებს ასევე ექნებათ ექსკურსიები ქალაქგარეთ, სადაც ჩაუტარდებათ პრაქტიკული სამუშაოები (გარე გადაღებები) სხვა აქტივობებთან ერთად. პრაქტიკულ მეცადინეობას სტუდენტები გაივლიან რეალურ სამუშაო გარემოში.
 
კურსი მოიცავს:
  • გადამღები ტექნიკის გაცნობა. თანამედროვე კამერები, მათი აქსესუარები, ციფრული ფორმატები  და გამოსახულების ჩაწერა ციფრულ ხარისხში.
  • ოპტიკა – ობიექტივები, საცმები, ადაპტერები, შუქფილტრები და მათი დანიშნულება. გადაღებისას გამოყენებადი ხელსაწყოები. საოპერატორო ტრანსპორტი: ურიკა, რელსი, ამწე, სტედიკამი, გიმბალი, იზი რიგი, ლაფეტი და ა.შ.
  • განათების სახეობები და ხელსაწყოები, რომელთა მეშვეობითაც იქნება გადასაღები გარემო და აღიბეჭდება გამოსახულება. ექსპონომეტრები და მათი დანიშნულება. შუქის წყაროს ნაირსახეობანი.
  • ხმის აღქმის, ჩაწერის და აღწარმოების ტექნიკა გადასაღებ მოედანზე. ხმისთვის საჭირო ტექნიკა დამუშავების პერიოდში.
  • სპეცტექნიკა: რაპიდ გადაღების, ინტერვალური გადაღების, აერო და წყალქვეშა გადაღების ტექნიკა;  სამონტაჟო და საპროექციო ტექნიკა და ა.შ.
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე
ღირებულება თვეში: 250 ლარი.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალებით.
 
კურსის დარსულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან კერძო სტუდიაში!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები