მელიქიშვილის 18, ტელ.: (+995) 599 13 17 91 ელ-ფოსტა: [email protected]
ბარნოვის №3, (+995) 558 10 13 36 ვებ-გვერდი: www.uniko.ge
წერეთლის გამზირი №1 (+995) 574 02 11 00 ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
(+995 32) 2 22 67 03
მათ ვისაც სურს, სახელმწიფო ენის დაუფლება, დახვეწა და სრულყოფა, ვთავაზობთ ქართული ენის სწავლების სრულ კურსს.
კურსის გავლა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.
ენას შევასწავლით როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასევე საქართველოს არაქართულენოვან მოსახლეობას.
სწავლება მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად, მსმენელისათვის, მისი შესაძლებლობებიდან და ცოდნის დონიდან გამომდინარე შემუშავებული იქნება ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა და სწავლება წარიმართება რამდენიმე ეტაპად:
- პირველი ეტაპი მოიცავს წერა-კითხვის სწავლებას, ასევე მსმენელი დააგროვებს გარკვეულ ლექსიკურ მარაგს, რომელიც აუცილებელია ყოველდღიური მარტივი კომუნიკაციისათვის. შეძლებს მარტივი წინადადებების აგებას და გამოთქმას, ჩამოუყალიბდება მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარი.
- მეორე ეტაპზე მსმენელთან მუშაობა წარიმართება თავისუფლად მეტყველების უნარების ჩამოსაყალიბებლად, იგი შეძლებს თავისუფლად საუბარს, აითვისებს ქართული გრამატიკის ძირითად საფუძვლებს, მოხდება მეტყველების დახვეწა და ლექსიკის კიდევ უფრო გამდიდრება.
- მესამე ეტაპზე მსმენელის სურვილის მიხედვით მოხდება ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიულ-კულტურული წარსულის გაცნობა და შესწავლა.
სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები აპრობირებული პროგრამები და სახელმძღვანელოები.
კურსს გაუძღვება პროფესიონალი პედაგოგი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
- სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2024
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით