GE
Adobe Photoshop, Coreldraw, 3D MAX, Adobe Illustrator, Adobe Premier Pro შემსწავლელი კურსები
,,VIP Intellect Group-ი“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და აცხადებს მსურველთა მიღებას კომპიუტერის გრაფიკული პროგრამების: Adobe Photoshop-CS6; CorelDRAW-X6;  Adobe Illustrator CS6; Adobe Premier Pro CS6  3D MAX პროფესიონალურ შემსწავლელ კურსებზე როგორც ინდივიდალურად, ასევე ორ-სამ კაციან ჯგუფში (ასევე მოქმედებს მცირერიცხოვანი ჯგუფები):
 
Adobe Photoshop - სასწავლო კურსი:
  • Photoshop - ში მუშაობის პრინციპები;
  • ინტერფეისის მართვა;
  • რასტრული რედაქტორის არსი;
  • ფოტოსთან მუშაობა;
  • სურათის დამუშავება;
  • ტიპოგრაფია-ტექსტთან მუშაობა;
  • სხვადასხვა ეფექტების გამოყენება;
  • ფენებთან მუშაობის პრინციპი;
  • ნიღბებთან მუშაობა და მათი გამოყენება სწორად;
  • ფილტრების დანიშნულება;
  • ინსტრუმენტთა პანელის დეტალური განხილვა და ყველა ინსტრუმენტის გამოყენება პრაქტიკაში;
  • მონიშვნებთან მუშაობა;
  • ფერთან მუშაობა;
  • ფუნჯებთან მუშაობა;
  • გამოსახულების რეტუშირება;
  • შავ-თეთრი სურათის გაფერადება;
  • 3D ობიექტებთან მუშაობა და მათი გამოყენება 2D გამოსახულებაში;
  • ნამუშევრის შენახვა საჭირო ფორმატში;
  • ნამუშევრის მომზადება დასაბეჭდად.
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება პროგრამასთან იმუშაოს უმაღლეს დონეზე, შეასრულოს ნებისმიერი სირთულის სამუშაო. შეეძლება დასაქმდეს სტამბებში, სარეკლამო კომპანიებში და სხვა კომპანიებში დიზაინერად.
 
პრაქტიკული გაკვეთილების გარდა შეისწავლება თეორიული ნაწილი, სადაც ახსნილი იქნება თუ როგორ ხდება ფერთან სწორი მუშაობა, რა არის პოლიგრაფია, რა სტანდარტები არსებობს პოლიგრაფიული ნაწარმის შექმნისას.
 
კურსის ხანგრძლივობა – 12 ლექცია
ინდივიდუალური მეცადინეობა – ღირებულება – 200 ლარი.
ორ-სამ კაციანი ჯგუფი – ღირებულება – 170 ლარი.
 
CorelDRAW:
  • პროგრამის ზოგადი დახასიათება;
  • პროგრამის ინტერფეისის განხილვა;
  • მისალმების ფანჯარა;
  • ძირითად ინსტრუმენტთა პანელი;
  • დოკუმენტებთან მუშაობა;
  • გვერდებთან მუშაობა;
  • ვექტორებთან მუშაობა;
  • ვექტორების რედაქტირება;
  • ვექტორული გამოსახულებების შექმნა;
  • ობიექტების განხილვა და მათი რედაქტირება;
  • ლეიერებთან მუშაობა;
  • ტექსტთან მუშაობა;
  • ეფექტებთან მუშაობა;
  • რასტრულ გამოსახულებასთან მუშაობა;
  • რასტრული გამოსახულების გავექტორება;
  • ფერებთან მუშაობა;
  • პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.
კურსის გავლის შემდეგ: მსმენელი დამოუკიდებლად შეძლებს ვექტორებთან მუშაობას, სარეკლამო პროდუქტის შექმნას: სავიზიტო ბარათების, ბროშურების, ლოგოების, ფლაერების, პოსტერების და სხვა.
 
კურსის ხანგრძლივობა – 12 ლექცია
ინდივიდუალური მეცადინეობა – ღირებულება – 200 ლარი
ორ-სამ კაციანი ჯგუფი – ღირებულება – 170 ლარი
 
Adobe Illustrator CS6 - სასწავლო კურსი:
  • პროგრამის ინტერფეისი;
  • დოკუმენტის შექმნა/გახსნა;
  • ინსტრუმენტთა პანელის დეტალური განხილვა;
  • შეიპებთან მუშაობა;
  • ფუნჯებთან მუშაობა;
  • ხატვა;
  • ობიექტებთან მუშაობა;
  • Pathfinder-ობიექტებზე მანიპულაცია;
  • ობიექტების დამუშავება;
  • Type tool-ტექსტთან მუშაობა;
  • ვექტორული გამოსახულების მნიშვნელობა;
  • ეფექტებთან მუშაობა;
  • ფილტრებთან მუშაობა;
  • გრადიენტები;
  • დიაგრამები და გრაფიკები;
  • სამ განზომილებიან სივრცეში მუშაობა;
  • 3D ობიექტებთან მუშაობა;
  • სიმბოლოებთან მუშაობა;
  • დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი დამოუკიდებლად შეძლებს პროგრამაში მუშაობას და პოლიგრაფიული მასალის შექმნას: ლოგოების, ბროშურების, სავიზიტო ბარათების, ბუკლეტების,ფლაერების, ბანერების და სხვა პოლიგრაფიის. შეგეძლებათ შექმნათ მაღალი ხარისხის ვექტორული ნაწარმი.
 
კურსის ხანგრძლივობა – 12 ლექცია
ინდივიდუალური მეცადინეობა – ღირებულება – 250 ლარი.
ორ-სამ კაციანი ჯგუფი – ღირებულება – 220 ლარი.
 
Adobe Premier Pro CS6 - სასწავლო კურსი:
  • პროგრამული ინტერფეისის განხილვა და მისი მოწყობა;
  • მედიაბრაუზერთან მუშაობა;
  • მასალის შემოტანა პროგრამაში;
  • მასალის განთავსება თაიმლაინზე;
  • მეტადატასთან მუშაობა,ინფორმაცია ფაილებზე;
  • სამონტაჟო ინსტრუმენტების განხილვა;
  • ეფექტებთან მუშაობა;
  • ტრანზაქციებთან მუშაობა;
  • კადრის შენელება,აჩქარება,სტოპკადრი;
  • კომპოზიტინგი;
  • ტიტრებზე მუშაობა;
  • ხმასთან მუშაობა;
  • პროექტის ექსპორტი;
  • პროექტის DVD დისკზე გამოტანა (Adobe Encore).
კურსის გავლის შემდეგ მოსწავლე თავისუფლად შეძლებს ვიდეო მონტაჟს, ვიდეოს სხვადასხვა ეფექტებით გაფორმებას, ვიდეოს სრულყოფილ რედაქტირებას და შემდეგ დასრულებული პროექტის დისკზე ჩაწერას.
 
კურსებს უძღვებიან პროფესიონალი გრაფიკოს–დიზაინერები, მოქმედი მხატვრები, რომელთაც აქვთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ყოველდღიური პრაქტიკული გამოცდილება სადიზაინერო და სამხატვრო სფეროში.
 
3d studio Max- სამგანზომილებიანი გრაფიკა:
  • მოდელირება,  ვიზუალიზაცია V-Ray Render, ანიმაცია.
კურსდამთავრებული შეძლებს:
  • სამგანზომილებიანი ობიექტის მოდელირებას, ტექსტურირებას, ანიმირებასა და ვიზუალიზაციას (რენდერს);
  • ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკას;
  • ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის შექმნას; ავეჯის, შენობების, გარემოს და ა. შ.  მოდელირება და ვიზუალიზაცია;
  • 3D ეფექტების გამოყენება;
  • საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნას. 
I დონე - მოდელირება
  • პროგრამის ინტერფეისის განხილვა;
  • გეომეტრიული ობიექტების შექმნა;
  • კოორდინატთა სესტემა;
  • ობიექტების გადაადგილება,მასშტაბირება,დატრიალება შესაბამისი კოორდინატების მიმართულებით;
  • კოპირების საშუალებები;
  • რთული გეომეტრიული ობიექტების შექმნა;
  • კარებები,ფანჯრები,კიბეები,მოაჯირი,მცენარეები;
  • ობიექტების გადაბმა ერთმანეთზე;
  • ობიექტების გათანაბრების საშუალებები;
  • დაჯგუფება;
  • მონიშვნის საშუალებები;
  • მასივებთან მუშაობა;
  • სპლაინები;
  • ხაზოვანი მოდელირება;
  • მოდიფიკატორები;
  • ფაილების იმპორტი,ექსპორტი,მერჯი;
  • რენდერი.
II დონე - ვიზუალიზაცია, რენდერი - VRay Render
  • პოლიგონალური მოდელირება;
  • მარტივი მოდელების შექმნა;
  • რთული მოდელების შექმნა;
  • შედგენილი ობიექტები;
  • ბულიანი,პრობულიანი;
  • ინტერიერის მოდელირება;
  • ავეჯის მოდელირება;
  • ავტომობილის მოდელირება;
  • პერსონაჟის მოდელირება.
III  დონე  -  რთული მოდელირება
  • მატერიალების რედაქტორი;
  • შეიდერები;
  • არასტანდარტული მატერიალები;
  • პროცედურული რუკები;
  • ტექსტურების დანიშვნა ობიექტებზე;
  • UVW Map-ტექსტურების სწორი განაწილება ობიექტის ზედაპირზე;
  • Unwrap UVW-ტექსტურების დეტალური განაწილება ობიექტებზე;
  • სტანდარტული განათებები;
  • ფოტომეტრიკული განათებები;
  • ვიდეო პოსტი;
  • ეფექტები შექმნა;
  • კამერასთან მუშაობა;
  • ნაწილაკთა სისტემა;
  • ანიმაცია;
  • Bones-ძვლების სისტემა;
  • Character Studio-პერსონაჟის ანიმაცია.
IV  დონე  -  ანიმაცია
  • რეალისტური ვიზუალიზაცია;
  • Mental Ray Render-მენტალრეი რენდერი;
  • მენტალრეის მასალები;
  • Vray Render-ვირეი რენდერი;
  • Vray Material-ვირეის მასალები;
  • Vray Camera;
  • Vray Objects;
  • ინტერიერის რენდერი;
  • ექსტერიერის რენდერი.
ინდივიდუალური მეცადინეობა
კურსის ხანგრძლივობა თვეში  – 12 ლექცია.
ღირებულება თვეში  – 250 ლარი  - I დონე, ღირებულება თვეში  – 250 ლარი  - II დონე.
ღირებულება თვეში  – 300 ლარი  IIIდონე,  ღირებულება თვეში  – 300 ლარი - IV დონე.
ორ-სამ კაციანი ჯგუფი       
კურსის ხანგრძლივობა თვეში  – 12 ლექცია.
ღირებულება თვეში  – 220 ლარი  - I დონე, ღირებულება თვეში  – 220 ლარი  - II დონე.
ღირებულება თვეში  – 270 ლარი  IIIდონე,  ღირებულება თვეში  – 270 ლარი - IV დონე.
 
შესაძლებელია გაიაროთ საათობრივი კონსულტაციები- ერთი კონსულტაცია ინდივიდუალურად  20-25 ლარი.
 
გაითვალისწინეთ: კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება საკუთარი ,,პორტფოლიო“ – რომელშიც თავმოყრილი იქნება ჩვენთან სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნის შედეგად შექმნილი საკუთარი ნამუშევრები.
ასევე ჩვენი მოსწავლეების საუკეთესო ნამუშევრები ყოველ კვირა განთავსებული იქნება ჩვენს fb-ის სარეკლამო გვერდზე, რომელსაც ათასობით დამთავიერებელი ყავს.
ეს ზრდის შანსს, რომ საუკეთესო მსმენელებით დაინტერესდნენ დამსაქმებელი კომპანიები!
 
კურსდამთავრებულს ეცოდინება:
აკრეფა, დაკაბადონება, ბეჭვდა: წიგნების, გაზეთების, ჟურნალების, ბუკლეტების, ფლაერების, ბლანკების, კალენდრების, ლოგოტიპების, სავიზიტო ბარათების.
დაკაბადონების სასწალო კურსის გავლის მიზანია მსმენელი დაეუფლოს საგამომცემლო, ბეჭვდითი მასალების მომზადების თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და პოლიგრაფიას.
 
,,VIP Intellect Group-ი" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებს აგზავნის სტაჟირებაზე. მსმენელებს კურსის ბოლოს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება, გამორჩეულებს რეკომენდაციას მისცემს პედაგოგი და მათ CV-ს იტოვებს ,,VIP Intellect Group-იბაზაში, დამკვეთი კომპანიისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე ხდება მათი მონაცემების გაგზავნა. სადაც მიიღებენ რეალურ პრაქტიკას და აქტიურად გამოიყენებენ ჩვენთან მიღებულ ცოდნას. ვაკანსიის შემთხვევაში კი მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ დასაქმდნენ იმავე კომპანიაში.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები