საქართველოს საბანკო ტრენინგ-ცენტრი ჩამოყალიბდა საქართველოს ბანკების ასოციაციისა და კავასიის უნივერსიტეტის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფინანსური ხელშეწყობით, საბერძნეთის საბანკო ასიციაციასთან ერთობლივად.
საბანკო ტრენინგ-ცენტრის უმთავრესი ამოცანაა გამოეხმაუროს საბანკო სექტორში არსებულ მოთხოვნებს და მოახდინოს ბანკის თანამშრომლების გადამზადება უახლესი სტანდარტების ტრენინგ პროგრამებით, რომლებიც ევროპაში ფართოდ აპრობირებულია. მსგავსი ტრენინგ ცენტრი საქართველოში პირველია და გამორჩეულიც თავისი სწავლების სტილით, კვალიფიციური ლექტორებითა და თანამედროვე სტანდარტებით.
ცენტრის უმთავრესი მისიაა მოემსახუროს საბანკო სექტორში მომუშავე პერსონალს, თუმცა მალე ყველა მსურველი (ეროვნული ბანკი, სადაზღვევო სექტორი, საპენსიო ფონდები და აშ.) შეძლებს ჩვენთან ფინანსური ცოდნის გაღრმავებას.