10 ინტერაქტიული საიტი მათთვის, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაფრის შესწავლა სურს
პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა სფეროში ცოდნის მიღება დაიწყო. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ამის გაკეთება სახლიდან გაუსვლელადაც გახდა შესაძლებელი. არსებობს უამრავი სასწავლო საიტი, რომელიც ადამიანებს ცოდნის სამყაროში ჩახედვის შესაძლებლობას აძლევს. გთავაზობთ საიტების ჩამონათვალს, რომელთა დახმარებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სფეროში ცოდნის მიღებას შეძლებთ.
მსოფლიოს ყველა ენის შესწავლა
მათთვის, ვისაც უცხო ენების შესწავლა უყვარს, ეს საიტი ნამდვილი საჩუქარია. ინტერაქტიული რუკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ ჟღერს სიტყვა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ამისათვის შესაბამის გრაფაში საძიებო სიტვა უნდა შეიყანოთ და დააკვირდეთ, თუ როგორ დაუკავშირდება ის რუკაზე ანალოგებს სხვა ენებიდან.
https://www.launchknowledge.com/7-best-word-cloud-generators-free-word-map-maker-assignment-reviews/
ქვიშით ხატვის შესწავლა
თუ ოდესმე ქვიშით ხატვა გინდოდათ გეცადათ, ამ საიტს აუცილებალდ უნდა ეწვიოთ. ფერადი ქვიშის საშულებით თქვენ როგორც მარტივი ნახატების, ისე ნამდვილი შედევრების შექმნა შეგიძლიათ. მუშაობის დასასრულს თქვენი ნამუშევრის კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა, ან მისი ამობეჭდვა და კედელზე გაკვრა შეგიძლიათ.
ფერმის მართვა
თუ თქვენ სასოფლო საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდით, ეს საიტი მოგცემთ მთელ საჭირო ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქათმების მოშენება, მოსავლის გაზრდა და სხვა. თამაში იწყება ინფორმაციით იმის შესახებ, რომ 1931 წელს ყოველი მესამე კანადელი ფერმაში ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ ყოველი 46-ე. შემდეგ თქვენ ირჩევთ პერსონაჟს, ფერმის ტიპს და ეფლობით კარტოფილის მოყვანის, სასუქის გამოყენების და ღობეების მშებლობის ნიუანსების სამყაროში.
http://thefamilyfarmer.com/cgi-sys/suspendedpage.cgi
გამოსცადეთ საკუთარი თავი მსახიობის ამპლუაში
თქვნ შეგიძლიათ გახდეთ ჰენრი V შექსპირის სამეფო თეატრის სცენაზე, ითამაშოთ პერ გიუნტის როლი კარნეგი-ჰოლში, იცეკვოთ გრანდ-ოპერას სცენაზზე ან შეასრულოთ რაინდი ლოენგრინის როლი ვაგნერის ამავე სახელწოდების ოპერაში. ამისათვის თქვენ მხოლოდ ჟანრისა და ადგილის არჩევა გჭირდებათ.
https://performingarts.withgoogle.com/en_us
საკვების ისტორიის გაგება
ამ საიტზე შესაძლებელია სუპერმარკეტში წასვლა და იმის წაკითხვა, თუ როგორ მზადდება თქვენი საყვარელი საკვები, ან ტროპიკულ ტყეში შაქრის მოპოვების ისტორიის გასაგებად მოგზაურობა, ან შორეულ ქვეყნებში გემით გამგზავრება, სადაც თქვენ იმის შესახებ მოგიყვებიან, თუ როგორ ხვდება ზღვის პროდუქტები და სანელებლები ჩვენ სუფრაზე. მთელი ეს სასარგებლო ინფრომაცია ერთ საიტზეა თავმოყრილი.
https://www.nationalgeographic.com/tv/
თუ კოსმონავტობა გსურთ
გინდათ სკამიდან ადგომის გარეშე კოსმოსში მოხვდეთ? ამ საიტზე თქვენ ტელესკოპის ,,ჰაბლი“ მიერ შექმნილ ნამდვილ ატლასს შეხვდებით. ის კოსმოსური სივრცის დაკვირვებისა და დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. თქვენ შეძლებთ ნახოთ ყოველი (ან თითქმის ყოველი) ვარსკვლავი ახლოდან. https://www.google.com/sky/
მონეს გაცოცხლებული ნამუშევრების ნახვა
ეს საიტი მხატვრების ნამუშევრებით იმ ადამიანებსაც დააინტერესებს, ვინც ხელოვნებისგან საკმაოდ შორსაა. აქ კლოდ მონეს ცნობილი სურათები ცოცხლდება და მოცულობითი ხდება.
http://www.monet2010.com/en#/home/
ყავის ისტორიის გაგება
ეს არის ინტერაქტიული ,,მოგზაურობა“ მარცვლიდან ფინჯან ყავამდე, რომელიც ლამაზი ილუსტრაციებით, ანიმაციებითა და საინტერესო ფაქტებით არის გაფორმებული. საიტი ინგლისურ ენაზეა.
https://www.costa.co.uk/experience/#/1/nations-favourite
გალილეო გალილეის ვირტუალური მუზეუმის დათვალიერება
საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმრებით, სახლიდან გაუსვლელად, სამეცნიერო მუზეუმს შეგიძლიათ ესტუმროთ. ვურტუალურ მუზეუმში თქვენ ძველი საზომი მოწყობილობები, ხელსაწყოები და სხვა საინტერესო ნივთები გელით. საიტზე თითოეულ ოთხს ინგლისუნ და იტალიურ ენაზე ახსნა ახლავს.
http://moveclick.ru/virtualnyj-muzej-galileo-galileya/
გაიგეთ რამდენი ადამიანია ამჟამად კოსმოსში
აქ თქვენ გაიგებთ რამდენი ადმაიანია ამჟამად კოსმოსში. გარდა ამისა ამ საიტზე კოსმონავტების ბიოგრაფიულ მონაცემებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.