15 საუკეთესო აპლიკაცია მათემატიკის „სამეცადინოდ“
მათემატიკის სწავლა რთულია, თუ ამისთვის საფუძველი არ გაქვს. ეს საფუძველი კი ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკიდან და დაწყებითი კლასებიდან იწყება, თუმცა ამ ასაკში ბავშვის სამეცადინო კუთხესთან მიტყუება რთულია. თანამდეროვე თაობა ხომ მთლიანად ტექნოლოგიაზეა გადართული, რაც მშობლების პროტესტის მიუხედავად არ იცვლება. თუმცა მოდი სხვა მხრიდან შევხედოთ და იქნებ, მობილურშიც ვიპოვოთ რაიმე ისეთი, რაც პატარას გონების გავარჯიშებაში დაეხმარება. სინამდვილეში, არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვის და არამხოლოდ მათთვისაა შექმნილი. გთავაზობთ 15 ყველაზე გამოყენებად რესურსს:
განკუთვნილია მეხუთე კლასამდე მოსწავლეებისთვის. დამატებით აქვს ვებ-პლატფორმა, რომელიც მასწავლებელსა თუ მშობელს საშუალებას აძლევს დააკვირდეს ბავშვის პროგრესს. პროგრამის კურიკულუმი მომხმარებლის აზროვნებასა და ანალიზის უნარის გაუმჯობესებაზეა გათვლილი. ის 150-ზე მეტ მათემატიკის გაკვეთილის დავალებას მოიცავს.
განკუთვნილია მე-9 კლასამდე მოსწავლეებისთვის. მათემატიკის გარდა პროგრამა აერთიანებს ინგლისური ენის, ხელოვნებისა და სხვა სასწავლო თამაშებს.
დაგეხმარებათ საშუალო სკოლაში ნასწავლი მასალის განმტკიცებაში. ეს გასართობი პროგრამა ყოველ ჯერზე საკუთარი წინსვლის შესახებ თავად მოგაწვდით ინფორმაციას.
მოიცავს აქტივობებსა და თამაშებს დაწყებითი და საშუალო კლასებისთვის. პროგრამის ორი ვერსია არსებობს – „სასკოლო“, რომელშიც შესასრულებელი დავალებები ერთიანდება და მშობლის ვერსია, რომელიც საშუალებას მოგცემთ , თვალ-ყური ადევნოთ შვილის მუშაობას.
დაგეხმარებათ მათემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში როგორც ელემეტარულ, ისე კალკულუსის დონეზე.
თამაშები, ფილმები, წიგნები , გაზეთები – ეს პლატფორმა ყველაფერს აერთიანებს.
გათვლილია მე-8 კლასელებზე. პროგრამა მოსწავლეს სასკოლო მასალას ხალისით განამტკიცებინებს.
ეს პროგრამაც მოსწავლეს მხიარული გზებით „ამეცადინებს“.
განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. აქ მოსწავლეები შეკრება-გამოკლებასა და გამრავლება-გაყოფის ირგვლივ პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ.
მეორე-მერვე კლასის მოსწავლეებისთვის სავარჯიშოებს მოიცავს.
ესეც მორიგი აპლიკაციაა, რომელიც გართობასთან ერთად მოსწავლის გონებას ავარჯიშებს.
პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამაა.
ჩვეულებრივ კალკულატორთან ერთად აპლიკაცია რამდენიმე საინტერესო ფუნქციასაც მოიცავს.
მეცნიერება, მუსიკა, ხელოვნება, ჯანმრთელობა – დაწყებითი კლასებისთვის ყველა ტიპის საგანმანათლებლო პროექტს მოიცავს.
აერთიანებს 1500-ზე მეტ ვიდეო გაკვეთილს ალდეგბრის კალკულუსის, ფიზიკისა და ქიმიის შესახებ.
წყარო: teachthought
- ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტირების ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ by გრამატიკული ცნობარი