17 წლამდე პირები და სტუდენტები სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ – გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, სახელმწიფო სოციალური პროექტების გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს და ამ კუთხით ერთჯერადი ფულადი დახმარებებია გათვალისწინებული როგორც 17 წლამდე ბავშვების, სკოლის მოსწავლეების, ისე სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ სტატუსი შეჩერებული თანხის გადაუხდელობის გამო, ან აქვთ დაბალი ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
“ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს, 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება ბავშვებისა ეკონომიკურ კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში. ყველა საქართველოს მოქალაქე ბავშვი 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად, კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისთვის.
„კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვებიც აიღებენ და თანხები 15 სექტემბრამდე იქნება ანაზღაურებული“
“გარდა ამისა, ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. და, ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი, 150 სოციალურ ქულამდე, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც, სახელმწიფო დაუკომპენსირებს ერთი წლის, 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურს. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
როგორც პრემიერმა თქვა, მთავრობის სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი ობიექტი ახალგზრდობაა, რომ მათ განათლებას რისკები არ შეექმნას.
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება