„200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვებიც აიღებენ და თანხები 15 სექტემბრამდე იქნება ანაზღაურებული“
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 200 ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვებიც მიიღებენ.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“პირველ რიგში, შევიტან შესწორებას და გეტყვით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ ამ კომპენსაციას. რაც შეეხება დოკუმენტაციას და განაცხადების წარდგენას რაც შეეხება, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა მოხდეს ოპერატიულად, საჭირო დროს ამ თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. სპეციალურ პორტალს ჩვენ მომავალ კვირაში გავააქტიურებთ პორტალს სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვართ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით სრულად იქნება ანაზღაურებული ეს თანხები” , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს საერთო სამთავრობო ცხელ ხაზზე დაუზუსტეს, კომპენსაცია ვრცელდება ყველა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც არის 0-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის.
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ დღის მეორე ნახევარში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება.
ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ ბავშვებისა და სტუდენტებისთვის პრემიერმა ისაუბრა
“ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს, 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება ბავშვებისა ეკონომიკურ კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში. ყველა საქართველოს მოქალაქე ბავშვი 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად, კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისთვის. ამ დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი 17 წლამდე მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ბავშვია ოჯახში.
“გარდა ამისა, ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას (1125 ლარი). და, ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი, 150 000 სოციალურ ქულამდე, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც, სახელმწიფო დაუკომპენსირებს ერთი წლის, 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურს. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება