GE

2018 წლის 30 საუკეთესო სტუდენტური ქალაქი გამოვლინდა

უმაღლესი განათლების საერთაშორისო კომპანია QS-მა 2018 წლის საუკეთესო სტუდენტური ქალაქები გამოავლინა. რეიტინგები ეფუძნება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქალაქში საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობა, ადგილობრივი დასაქმების ბაზარი, კულტურის მრავალფეროვნება და ცხოვრების ხარისხი. კვლევის დროს 50 000 სტუდენტი გამოიკითხა.

კულტურული კაპიტალის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი ქალაქია ლონდონი, სადაც სტუდენტებს ბევრად უფრო დიდი ცოდნის მიღების საშუალება აქვთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში. გარდა იმისა, რომ აქ განათლების მიღება ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში, ეკონომიკის სკოლაში, მეფის კოლეჯსა თუ სხვა სასწავლებლებშია შესაძლებელი, სტუდენტებს წვდომა აქვთ მუზეუმებზე, თეატრებსა თუ კინო-თეატრებზე, მაღალია ტოლერანტულობის დონეც.  აქ ასევე მარტივია მუშაობის დაწყება სწავლის პარალელურად, თუმცა ამასთან, ლონდონში ცოხვრება არც ისე იაფია.

ცხოვრების მაღალი ხარიხსითა და უსაფრთოებით ტოკიო გამოირჩევა.

ავსტრალიაში დროდადრო იზრდება უცხოელ სტუდენტთა რიცხვი და მელბურნი ამჟამინდელი მონაცემებით სიის მესამე ქვეყანაა, სიდნეი კი მეცხრე. ავსტრალიის ეს ორივე ქალაქი სტუდენტებს საშუალებას აძლევს დააგროვონ ცოდნა და გამოცდილება კანადისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული ღონისძიებებიდან.

ედინბურგი შოტლანდიის უმაღლესი დონის საუნივერსიტეტო ქალაქია და ის მსოფლიოს მაშტაბით მე-16 ადგილს იკავებს.

სწავლების ხარისხით აშშ-ის უნივერსიტეტები ლიდერობენ, რომელთა შორის უპირველესია მასაჩუსეტსის ტექნელოგიური ინსტიტუტი, მაგრამ აშშ-ის ქალაქები ტოპ-10-ეულში ვერ მოხვდნენ.

პარიზი, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერი ქალაქი იყო, დღეს მეხუთე ადგილზეა.

ყველაზე ხელმისაწვდმი ქალაქებია ბუდაპეშტი და კუალა ლუმპური.

საერთაშორისო სტუდენტური კვლევის მიხედვით, სტუდენტთა 39 %-ს მოსაზებით, ბრექსითიმ შეამცირა სტუდენტების დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების სურვილი.  მკვლევარები შიშობენ, რომ ბრექსითი ბრიტანეთში სწავლის საფასურს გააძვირებს.

30 საუკეთესო სტუდენტური ქალაქი:

  1. ლონდონი
  2. ტოკიო
  3. მელბურნი
  4. მონრეალი
  5. პარიზი
  6. მიუნხენი
  7. ბერლინი
  8. ციურიხი
  9. სიდნეი
  10. სეული
  11. ვენა
  12. ჰონგ კონგი
  13. ტორონტო
  14. ბოსტონი
  15. სინგაპური
  16. ედინბურგი
  17. ვანკუვერი
  18. ნიუ იორკი
  19. კიოტო-ოსაკა-კობე
  20. ტაიბეი
  21. ბრისბენი
  22. კანბერა
  23. ოკლენდი
  24. მანჩესტერი
  25. ბუენოს აირესი
  26. ბეიჯინგი
  27. ამსტერდამი
  28. მოსკოვი
  29. შანხაი
  30. პრაღა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური