2020 წლის აბიტურიენტის ცნობარი აღარ დაიბეჭდება და მხოლოდ ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი აღარ დაიბეჭდება და მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება.
“აქამდე, ჩვენ ვბეჭდავდით ცნობარს და ახლა გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ელექტრონული სახით იყოს, იმიტომ, რომ დიდი პრობლემა იყო ის, რომ მანამ, სანამ რეგისტრაცია დამთავრდებოდა, ზოგიერთ უნივერსიტეტს ეცვლებოდა სტატუსი, ასევე პროგრამას. ავტორიზაცია-აკრედიტაციაზე ვსაუბრობ. ცნობარში კი ეწერა, რომ აქვს აკრედიტაცია, ან არ აქვს და შემდეგ, ერთი თვის მერე უკვე მიიღებდა აკრედიტაციას ან დაკარგავდა. აბიტურიენტები იბნეოდნენ. ახლა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ცვლილებები ონლაინრეჟიმში ავსახოთ. თუ აბიტურიენტი შევიდა ცვლილების გასაკეთებლად იმ დროს, როცა ცვლილება შევიდა ცნობარში, ეს იქვე ეწერება”, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
“უნივერსიტეტებს ეცვლებოდა სტატუსი, ასევე პროგრამას. აკრედიტაცია-ავტორიზაციაზე ვსაუბრობ…”
რაც შეეხება ცნობარის გამოქვეყნების ვადებს და რეგისტრაციას, “ნაეკის” ხელმძღვანელის თქმით, ცნობარი თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება, ხოლო რეგისტრაცია მარტის პირველ კვირაში უნდა დაიწყოს.
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება