2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილება მეთორმეტედ განხორციელდა
2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში რიგით მე-12 ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილებით ცნობარს დაემატა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
იხილეთ ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში
იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2020
ცნობარის შეცვლილ ნაწილში ნახავთ ინფორმაციას თუ რომელმა საგანმანათლებლო პროგრამებმა გაიარა ამ ეტაპისთვის აკრედიტაცია და რომელმა ვერა.
შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, რადგან არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
გაითვალისწინეთ, პირველადი ქულების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შედეგის გასაჩივრების შესაძლებლობაც ექნებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
როგორ გადანაწილდება გრანტები აბიტურიენტებზე, რომლებიც 2020 წელს 4 საგანს ჩააბარებენ – დეტალები
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი