2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2020 წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 75%-მა ჩააბარა.
“დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614 აბიტურიენტი. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია – უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.
მისივე თქმით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 500-მდე აბიტურიენტია ისეთი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ არჩეული პრიორიტეტების გამო უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ.
რაც შეეხება გრანტებს, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე აპლიკანტმა, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
სოფო გორგოძემ პანდემიის პირობებში გამოცდების ჩატარების შესახებაც გააკეთა კომენტარი: “ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70 000 ადამიანისათვის. მადლობას ვუხდი პროცესში ჩართულ თითოეულ პიროვნებას, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესს გართულებების გარეშე, ობიექტურად, გამოსაცდელებისათვის მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ჩაევლო.“
მისი თქმით იმ აბიტურიენტებმა, რომლებიც უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
მეორადი ჩარიცხვები არ იქნება – 500-მდე ზღვარგადალახული აბიტურიენტი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩა
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება