ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ ცნობილია – გამოცდები 2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ უკვე ცნობილია. საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდით.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულას თითოეულ საგანში.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93 333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
რა არის აბიტურიენტებისთვის შემდეგი ეტაპი?
- მას შემდეგ, რაც გაიგებთ რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდით, დაუკავშირდით უნივერსიტეტის ცხელ ხაზს ან ესტუმრეთ მათ ოფიციალურ ვებგვერდს;
- გაიგეთ რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ უნივერსიტეტში;
- გაეცანით უნივერსიტეტში რეგისტრაციის პროცედურებსა და სარეგისტრაციო ვადებს;
- უმაღლესშივე იკითხეთ მოხვდით თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიმართულებაზე (რადგან ამ მიმართულებებზე კონკრეტული რაოდენობის ადგილებია გამოყოფილი).
- დაადგინეთ სწავლის დაწყების ზუსტი ვადები.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება