საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტური დავალებების ნიმუშები – გამოცდები 2020
თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები საერთო სამაგისტრო გამოცდებსაც შეეხო, კერძოდ 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, ასევე მობილობისას წარმოქმნილი პრობლემების მოხსნასთან.
განხორციელებული სიახლის თანახმად, მაგისტრობის მსურველები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.
იხილეთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შეცვლილი ტესტური დავალებების ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ მოცემული დავალებებიდან არც ერთი მათგანი არ იქნება გამოყენებული გამოცდაზე. მოცემული ინფორმაცია მხოლოდ ნიმუშებია და უმნიშვნელო ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ მაგალითებსაც და მთლიანად ტესტის დიზაინსაც.
-
როგორი ამინდი ელით ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს ივლისის თვეში – სინოპტიკოსების პროგნოზი
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილე საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებს
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება