როგორ გავასაჩივროთ საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგი – ინსტრუქცია 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, დღეიდან, 19 აგვისტოს 10:00 საათიდან, 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო. NAEC-ის ცნობით, საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე 21 აგვისტოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება.
გასაჩივრების საფასური უნდა გადაიხადოთ საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე.
საგნის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი.
საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
-საპრეტენზიო განაცხადის შესავსებად განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და პაროლი;
-ავტორიზაციის შემდეგ გაიხსნება გვერდი, სადაც გამოჩნდება: საპრეტენზიო განაცხადის მიღების ვადა; თქვენი საგამოცდო ნომერი; თქვენ მიერ გადახდილი თანხის ოდენობა; იმ საგნების რაოდენობა, რომლებშიც შეგიძლიათ საპრეტენზიო განაცხადების წარდგენა და საგნების ჩამონათვალი, რომელთა გამოცდებშიც მიიღეთ მონაწილეობა;
-იმ საგნის გასწვრივ, რომელზეც გსურთ საპრეტენზიო განაცხადის შეტანა, დააჭირეთ ღილაკს ,,დამატება’’;
-გამოჩნდება თქვენ მიერ არჩეული საგნის დავალებების ჩამონათვალი. მონიშნეთ ის დავალება/დავალებები, რომელთა შეფასებასაც არ ეთანხმებით;
-თუ საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ერთზე მეტ საგანში გსურთ, თითოეული საგნისთვის გაიმეორეთ იგივე მოქმედებები;
-თქვენ მიერ მონიშნულ ან გაუქმებულ თითოეულ დავალებას სისტემა ავტომატურად ინახავს;
სასურველი დავალებების არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,გამოსვლა’’;
-გაითვალისწინეთ, საპრეტენზიო განაცხადში ნებისმიერი ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე ღილაკის – „შეცვლა“ გამოყენებით;
-თუ საპრეტენზიო განაცხადის შევსების შემდეგ მისი წარდგენა გადაიფიქრეთ, საგნის დასახელების გასწვრივ დააჭირეთ ღილაკს „შეცვლა’’, შემდეგ კი – „გაუქმება’’. გამოჩნდება საპრეტენზიო განაცხადის გაუქმების დადასტურების ფანჯარა.
-თუ ნამდვილად გსურთ საპრეტენზიო განაცხადის გაუქმება, დააჭირეთ ღილაკს „დიახ’’.
იხილეთ: გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო
გამოსაცდელს, რომელიც 21 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს საპრეტენზიო განაცხადს, განცხადების საფუძველზე თანხა დაუბრუნდება. ასევე, თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
-
2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
საერთა სამაგისტრო გამოცდის I სესიაზე გამოსაცდელთა 17%-მდე არ გამოცხადდა
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორი ამინდი ელით ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს ივლისის თვეში – სინოპტიკოსების პროგნოზი
by ARIS.GE-განათლება