2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება – განრიგი
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი აბიტურიენტებისთვის
2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღი
2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი
მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარების და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების განრიგი 2022
დღესვე გაცხადდა, რომ საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტებს პირბადის ტარების ვალდებულება აღარ ექნებათ.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი, ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ივნისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
by ARIS.GE-განათლება
-
რა თანხა დაიხარჯება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლისთვის? – განათლების მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება