25 ინსპირაციული ციტატა მასწავლებლებისთვის რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს სულ სხვა თვალით დაგანახებთ
შთაგონება პროფესიულ საქმეში ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი პედაგოგებს. ეს იმდენად დიდ ენერგიასა და ენთუზიაზმს მოითხოვს, ერთ დღესაც უბრალოდ რომ გადაიწვათ, არავის გაუკვირდება. ამიტომაც პედაგოგებს გამუდმებით სჭირდებათ ინსპირაცია, მაგრამ მის ძებნას სკოლის წიგნების ქვეთავებში ნუ დაიწყებთ.
Teachthoght-ის გუნდმა სპეციალურად პედაგოგებისთვის განკუთვნილი წიგნებიდან, ბლოგებიდან და ნაშრომებიდან ამოკრიბა 25 ციტატა, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს სულ სხვა თვალით დაგანახებთ და საკუთარი თავის მოტივირებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი მათგანი, ალბათ, გეცნობათ, მაგრამ იმედია, სწორ დროს გამოგადგებათ:
„ნუ მოაქცევთ ბავშვებს თქვენს საგანმანათლებლო ჩარჩოებში, რადგან ისინი სხვა დროს დაიბადნენ“ (ჩინური ანდაზა);
”სწავლება ოპტიმიზმის უდიდესი გამოვლინებაა”, – (კოლეენ ვილკოქსი);
„მოსწავლეებს არ აინტერესებთ რამდენი იცით, სანამ არ იციან, რამდენად გადარდებთ ისინი“;
„სასწავლო მასალა საჭირო ნედლეულია, მაგრამ სითბო ბავშვის სულისთვის აუცილებელი ელემენტია“ – კარლ იუნგი;
„წარუმატებლობა არის მოვლენა და არა პიროვნება“, – ზიგ ზიგლარი;
„მე ვერავის ვერაფერს ვასწავლი. შემიძლია მხოლოდ დავაფიქრო ისინი“ – სოკრატე;
„მასწავლებლობა არის ერთადერთი პროფესია, რომელიც ქმნის ყველა დანარჩენ პროფესიას“;
„არასდროს ვასწავლი მოსწავლეებს. მე მხოლოდ ვცდილობ შევუქმნა მათ გარემო, სადაც სწავლას შეძლებენ“, – აინშტაინი;
„საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან გულიდან და არა წიგნიდან“;
„თუ ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლით ისე, როგორც გუშინ გვასწავლეს, ჩვენ მათ ხვალინდელ დღეს ვძარცვავთ“, – ჯონ დიუი;
„ჭეშმარიტი მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეებს თავისი გავლენისგან იცავს“, – ბრონსონ ალკოტი;
“პატარას გონების ჩამოყალიბებას დიდი გული სჭირდება“;
„ასწავლო ბავშვებს, თუ როგორ დაითვალონ კარგია, მაგრამ ასწავლო, რა დაითვალონ – საუკეთესოა“, – ბობ ტალბერტი;
„თუ ბავშვი ვერ სწავლობს იმ გზით, რომელსაც ვთავაზობთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათთვის სასურველი სწავლების გზა;
„კარგი სწავლება არის ¼ მომზადება და ¾ თეატრი“, – გეილ გოლდვინი;
“სწავლების ხელოვნება არის დახმარების აღმოჩენის ხელოვნება“, – მარკ ვან დორენი;
„განათლება არაა მზადება ცხოვრებისთვის. ეს თავად ცხოვრებაა“, – ჯონ დიუი;
„კარგი მასწავლებელი გიხსნის, უკეთესი – გაჩვენებს. ხოლო საუკეთესო მასწავლებელი შთაგაგონებს“, – უილიამ ვარდი;
“არასდროს დაგრჩეს ყურადღების მიღმა მოსწავლის პროგრესი, რაც უნდა ნელა მიაღწიოს მას ამან“, – პლატონი;
“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმდენად მარტივი, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ არა მარტივად“, – აინშტაინი;
„სინამდვილეში, გეოლოგიას მიწისძვრის მომდევნო დილას ვსწავლობთ“, – რალფ ვალდო ემერსონი;
„მე არ ვამბობ, რომ სამყაროს შეცვლას შევეცდები, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, რომ გავაღვივებ ტვინს მოქმედებისთვის“, – თუფაქ შაკური;
“გარდაცვალება არ არის ყველაზე დიდი დანაკლისი. ყველაზე დიდი დანაკარგია მოკვდეს რაღაც შენს შიგნით, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ“, – შაკური;
„მე არ ვარ პედაგოგი, მე ვარ გამღვიძებელი“, – რობერტ ფროსტი.
წყარო: teachthought