GE

„5 წლისა და 11 თვის ბავშვის სკოლაში მიღება არასწორია“- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექვს წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების თემით სპეკულირება არ შეიძლება.

ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას, დეპუტატ კოობა სუბელიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ ამ საკითხზე ბევრი მსჯელობა იყო პარლამენტშიც და რა თქმა უნდა იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ რა თქმა უნდა,   საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი, ვინაიდან არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება. საუბარი იმაზე, რომ შეიძლება 5 წლის და 9 თვის ბავშვი მივიღოთ, 5 წლის და 11 თვის ბავშვი მივიღოთ და ასე შემდეგ, მემგონი არასწორია. ეს უნდა განსაზღვროს კანონმა. ამაზე ჰქონდა განათლების მინისტრს თავისი პოზიცია და მან ეს პოზიცია დაიცვა, და მე როგორც ვიცი, ეს პარლამენტმაც გაიზიარა. ასე რომ, მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ცხადია და აქ დამატებითი სპეკულაციები აღარ არის საჭირო “,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დამატებითი განმარტების გაკეთება განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე სწავლის ასაკთან დაკავშირებით, რომელიც ექვს წელს მიღწეული ბავშვების სკოლაში შესვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს, მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონპროექტის პირვანდელი  რედაქციის მიხედვით, სკოლაში მშობელს შვილის შეყვანა შეეძლო თუ მას 6 წელი მომდევნო წლის მაისის ჩათვლით უსრულდებოდა, თუმცა პირველი მოსმენის შემდეგ უმრავლესობის თხოვნით ცვილებების ინიციატორმა პარლამენტის წევრმა კობა სუბელიანმა აღნიშნული დათქმა შეცვალა და ვადები შეამცირა. როგორც მეორე მოსმენისას კობა სუბელიანმა აღნიშნა, ასეთი საჭიროების ბავშვების რიცხვი, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ მიმდინარე წელს 20 ათასს შეადგენს.

კანონპროექტს პირველი მოსმენისას უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობის დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.

2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილს დაიწყება – პროცედურები

ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური