GE

50 რესურსი დისტანციური სწავლებისა და თვითგანათლებისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ თითოეულ ჩვენგანს ინფორმაციის უპრობლემოდ მოძიების საშუალება მისცა.  შესაბამისად ახალი ცოდნის მიღება ბევრად გამარტივდა, თუმცა აქვე სხვა პრობლემასაც ვაწყდებით: როგორ დავგეგმოთ სწავლის პროცესი მაშინ, როცა არ გვაქვს ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა გამოცდა ან გაკეთილის მომზადების აუცილებლობა. თუმცა ამაშიც დაგეხმარებათ ინტერნეტი, სადაც უამრავ ღია უნივერსიტეტს, ონლაინ კურსსა თუ ლექციას იპოვით.

ჩვენ გთავაზობთ დისტანციური სწავლების და სხვა სასარგებლო რესურსების ჩამონათვალს, რომელთა უმრავლესობაც უფასოა.

ონლაინ კურსები:

Coursera – ეს არის ვიდეო კურსების უმსხვილესი პლატფორმა. მათგან ზოგიერთთან წვდომა ფასიანია. $/უფასო, რუს/ინგ

https://www.coursera.org/

Udacity – აქ თქვენ შეხვდებით სპეციალიზირებულ კურსებს სხვადასხვა ტექნიკური სპეციალისტებისთვის. აქვთ როგორც ფასიანი, ისე უფასო კურსები. $/უფასო, ინგ

https://www.udacity.com/

EdX – ესეც ვიდეო კურსების უზარმაზარი პლატფორმაა. თემატიკა მრაფალფეროვანია, დაწყებული ,,The science of everyday thinking”-დან დამთვარებული ტექნიკური დისციპლინებით.  $/უფასო, ინგ

https://www.edx.org/

MIT Open Courseware – კურსის სახელწოდება საკუთარ თავზე თვითონ საუბრობს. თუ თქვენ პროექტირების, მონტაჟის ან დაგეგმარების მიმართულებით მუშაობთ, აქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიძიებთ. უფასო, ინგ

https://ocw.mit.edu/index.htm

Khan Academy – ესეც ვიდეოგაკვეთილების ცნობილი პლატფორმაა. თავდაპირველად ის მოსწავლეებისთვის, სასკოლო პროგრამაში დასახმარებლად შეიქმნა. ამჟამად  თემატიკა ბევრად მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ხელოვნება და სხვა. უფასო, ინგ

https://www.khanacademy.org/

Saylor – ეს პროექტი მაიკლ სეილორმმა შექმნა. ის სრულფასოვან ონლაინ კოლეჯს გავს. აქ პრაქტიკულად ყველა საგანმანათლებლო საგანია შეკრებილი, ბევრ მათგანს აქვს ნიშნული 101, რაც ამერიკულ საწავლო სისტემაში დაწყებით დონეს ნიშნავს. უფასო, ინგ

https://www.saylor.org/

Alison – ეს არის უფასო საგანმანათლებლო კურსების დიდი ბაზა. აქ  ენების შემსწავლელ უამრავ პრაქტიკულ პროგრამას შეხვდებით. უფასო, ინგ

https://alison.com/

University of the People – ეს არის დიდი და სერიოზული უნივერსიტეტი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სპეციალიზაცია, მაგალითად ბიზნეს ადმინისტრირება ან კომპიუტერული მეცნიერებები. თითოეული კურსი კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას გაძლევთ, რომელთა შეგროვებაც სასწავლო სემესტრის ბოლომდე აუცილებელია. უფასო, ინგ

http://www.uopeople.edu/become-student/

iTunes U – Apple’s iTunes University როგორც ახალი საგანმანათლებლო კურსების შექმნის, ასევე უკვე არსებული სემინარების გავლის საშუალებას გაძლევთ. $/უფასო, ინგ

https://www.apple.com/education/itunes-u/

World Education University (WEU) – ამ ონლაინ უნივერსიტეტის სლოგანია: ,,სწავლება უნდა იყოს თავისუფალი“. ის სრულფასოვანი სპეციალობისა თუ ხარისხის მიღებას გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ გაიაროთ უნივერსიტეტის მოსამზადებელი პროგრამა. ასევე ესეს წერასა და პრეზენტაციებისა მომზადებას ისწავლით. უფასო, ინგ

http://www.theweu.com/

Canvas Network – აქ თქვენ უამრავ საინტერესო კურსს შეხვდებით. მაგალითად სემინარს სახელწოდებით: ,,Paranting in a digital Age”, ,,როგორ ვიპოვოთ სამსახური Linkedin-ის საშუალებით“ და ავიაციის კურსს დამწყებთათვის. უფასო, ინგ

https://www.canvas.net/

FutureLearn – ბრიტანული რესურსი, რომელიც 40-ზე მეტ უნივერსიტეტს აერთიანებს და უამრავ უფასო ონლაინ კურსს სთავაზობს ადამიანებს. უფასო, ინგ

https://www.futurelearn.com/

Codeacademy.com – თუ თქვენ გსურთ პროგრამირების შესწავლა ან საიტის შექმნა საკუთარი ხელით, ეს რესურსი თქვენთვის არის შექმნილი. უფასო, ინგ

https://www.codecademy.com/

Academic Earth – აქ თქვენ უამრავ უფასო კურსს შეხვდებით, რომლებიც განსხვავებულ დისციპლინებს ეხება. უფასო, ინგ

http://academicearth.org/

Cosmolearning – ამ რესურსზე თქვენ როგორც ლექციების დიდ რაოდენობას, ასევე დოკუმენტური ფილმების განყოფილებას შეხვდებით. უფასო, ინგ

https://cosmolearning.org/

Udemy – ეს საიტი უამრავი საინტერესო კურსის შეძენის შესაძლებლობას გაძლევთ.

$, რუს/ინგ

https://www.udemy.com/

Openedu – ეს არის გახმაურებული ,,ნაციონალური საგანმანათლებლო პროგრამა“, სადაც ამ მომენტისთვის წამყვანი უნივერსიტეტების 40 კურსია განთავსებული. უფასო, რუს

https://openedu.ru/

Лекториум – უამრავი კურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ისინი ძალიან ხარისხიანი ვიზუალური კონტენტით გამოირჩევიან. უფასო, რუს

https://www.lektorium.tv/

Eduson – აქ თქვენ ბიზნეს ლექციებს, კურსებსა და ქეისებს შეხვდებით. მათი უმრავლესობა 4 ენაზეა ხელმისაწვდომი. $/უფასო, რუს/ინგ

https://www.eduson.tv/

Универсариум – საერთო საგანმანათლებლო ლექციები და კურსები უფასო წვდომით.

უფასო, რუს

http://universarium.org/

Kadenze – ეს არის ხელოვნებისა და კრეატიული დისციპლინების შესასწავლი საერთაშორისო პროექტი. უფასო, ინგ

https://www.kadenze.com/

Stepic – ამჟამად კურსების უმრავლესობა ტექნიკური სპეციალისტებისთვისაა, თუმცა ისინი გამოყენებითი კომპონენტებით განსხვავდებიან. უფასო, რუს

http://welcome.stepik.org/

Hexlet – აქ თქვენ ხელმისაწვდომ ფასად დეველოპერებისთვის განკუთვნილ კურსებს შეხვდებით $, რუს

https://ru.hexlet.io/

Нетология – რესურსზე ინტერნეტ პროფესიების სესასწავლი კურსები და პროგრამებია განთავსებული. $, რუს

https://netology.ru/

Coursomos – ეს არის მრავალფეროვანი მიკრო კურსების აგრეგატი. უფასო, რუს/ინგ

https://coursmos.com/

Computer Science Center – აღნიშნული რესურსი ტექნიკურ სპეციალისტებს  განსაკუთრებულად გამოადგებათ. უფასო, რუს

https://compscicenter.ru/online/

ვიდეო ლექციები და გაკვეთილები:

TED – ეს საიტი გაცნობას არ საჭიროებს. ცნობილი კონტენტი თავს  პროფესიონალებსა და უბრალოდ საინტერესო ადამიანებს უყრის. ლექციები მრავალ ენაზე ითარგმნება. უფასო, რუს/ინგ

https://www.ted.com/

YouTube EDU – აქ თქვენ უამრავ საინტერესო ინტერვიუს, ლექციასა და მასალას აღმოაჩენთ. უფასო, რუს/ინგ

https://www.youtube.com/education

Do Lectures – შთამაგონებელი ლექციები ადამიანებისგან, რომლებიც რაიმის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობენ. უფასო, ინგ

http://www.thedolectures.com/

Big Think – საიტზე განსხვავებულ სფეროში მოღვაწე ადამიანები თავიანთ გამოცდილებაზე საუბრობენ. უფასო, ინგ

http://bigthink.com/

Fora.TV – უფასო ვიდეო კონფერენციები მთელი მსოფლიოსდან. აქ დოკუმენტური ფილმებისა და სერიალების განყოფილებასაც შეხვდებით. $/უფასო, ინგ

http://www.fora.tv/

Google Talks – კონტენტზე ვიდეოები, ლექციები და კონფერენციებია განთავსებული. უფასო, ინგ

https://www.youtube.com/user/AtGoogleTalks

RSA Animate – საიტი გთავაზობთ RSA ანიმაციებს განსხვავებულ თემებზე.

უფასო, ინგ

https://www.thersa.org/

Creative Live – აქ ნახავთ უამრავ ლექციას კრეატიულ დისციპლინებზე. სასარგებლო რჩევას მოგცემთ: წინასწარ ჩაეწერეთ და ამ სერვისით უფასოდ ისარგებლებთ. იხილეთ კალენდარი. უფასო, ინგ

https://www.creativelive.com/

Mixergy – რესურსი მომხმარებელს უამრავ საინტერესო კურსს სთავაზობს. ასევე იხილავთ ბევრ ინტერვიუს წარმატებულ ადამიანებთან. $/უფასო, ინგ

https://mixergy.com/

The Floating University – აქ თქვენ ვიდეო ფორმატის ლექციებს შეხვდებით, სადაც სხვადასხვა დისციპლინების ექსპერტები მსოფლიო მნიშვნელობის საინტერესო ფაქტებზე საუბრობენ.

http://www.floatinguniversity.com/

Reddit Lectures – რესურსი განსხვავებულ სფეროებს ეხება და უამრავ ლექციას გთავაზობთ.

https://www.reddit.com/r/lectures/

Video Lectures – ვიდეო მასალების უზარმაზარი რესურსი, დაწყებული კონფერენციების ტრანსლაციით, დამთავრებული ლექციებითა და ინტერვიუებით. უფასო, ინგ

http://videolectures.net/

Lynda – ეს არის უმაღლესი ხარისხის რესურსი ვიდეო გაკვეთილებით ინტერნეტ სპეციალისტებისთვის და არა მხოლოდ. $,ინგ

https://www.lynda.com/

Tutsplus – გაკვეთილები და კურსები ,,დიჯითალ“ თემატიკაზე. $/უფასო, ინგ

https://tutsplus.com/

Skillshare – კიდევ ერთი რესურსი დიზაინერებისთვის, ფოტოგრაფებისა და სხვა ხელოვანი ადამიანებისთვის. $,ინგ

https://www.skillshare.com/

Postnauka – შესანიშნავი შემეცნებითი რესურსი, რომელიც ამჟამად ფასიანია. $/უფასო, ინგ

https://postnauka.ru/

Univertv – საგამანათლებლო პორტალი ლექციებით ყველა შესაძლო დისციპლინაზე. უფასო, რუს

http://univertv.ru/

VnimanieTV – აქ თავმოყრილია ლექციები სხვადასხვა რესურსებიდან. განყოფილებაში ,,ვიდეოპროექტები“ თქვენ შეძლებთ ნებისმიერ საგანმანათლებლო სფეროზე ბმულის მოძიებას. უფასო, რუს

http://vnimanietv.ru/

Intuit – ღია ნაციონალური უნივერსიტეტი, რომელსაც უზარმაზარი რესურსი გააჩნია. აქ თქვენ უამრავ საჭირო და საინტერესო თემას შეხვდებით. თან ყველაფერი ეს უფასოდ. უფასო, რუს

http://www.intuit.ru/

სერვისები მიღებული ცოდნის შესაფასებელად და თანამოაზრეების მოსაძიებლად:

Degreed – აღნიშნული რესურსი გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო თემა და დასახოთ მიზნების. რეგისთრაციის გავლის შემდეგ საკუთარ გვერდზე ხვდებით, სადაც საჭირო მასალებს ამატებთ, ადგენთ გეგმას და მიღებულ ცოდნას ამოწმებთ. უფასო, ინგ

https://degreed.com/

Openbadges – თუ თქვენ უკვე გაიზარდეთ და ნიშნების მიღება  მოგენატრათ,  Mazilla Open Badges გამოიყენეთ. უფასო, ინგ

https://openbadges.org/

Open Study – თუ თქვენ რაიმეს სწავლობთ, ექსპერტები და თანამოაზრეები დაგჭირდებათ. ყოველივე ამას მოცემულ საიტზე იპოვით. საკუთრივ თქვენც შეძლებთ ვინმესთვის რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემას. უფასო, ინგ

http://openstudy.com/

Zero Tuition College – ეს Open Study -ზე მარტივი რესურსია, თუმცა მათ ანალოგიური პრინციპები გააჩნიათ. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თანამოაზრეები და მათთან ამა თუ იმ საგნის შესასწავლად გაერთიანდეთ. უფასო, ინგ

http://www.ztcollege.com

Learnlist – ეს სერვისი გაძლევთ საშუალებას, რომ საკუთარი მასალების ,,კოლექციები“ შექმნათ. ეს არის ახალი ინფორმაციის შესანიშნავი წყარო. უფასო, ინგ

http://learni.st/

MentorMob – დაგეგმეთ თქვენი სწავლება და დაახარისხეთ საჭირო ინფორმაცია. ასევე შეგიძლიათ უკვე შექმნილი მასალებით ისარგებლოთ. უფასო, ინგ

https://www.mentormob.com/

Cojourneo – ეს არის თემის გუნდური შესწავლის სერვისი. შექმენით ჯგუფი, დაამატეთ წევრები, განსაზღვრეთ თემა და ვირტუალური კლასი მზადაა. აღნიშნული რესურსი ონლაინ სემინარებისთვისაც გამოდგება. უფასო, ინგ

http://workshops.cojourneo.com/

Day Zero Project – აქ თქვენ შეჯიბრის პრინციპს შეხვდებით. თუ თქვენ გაქვთ მიზანი განაცხადეთ მის შესახებ და იპოვეთ თანამოაზრეები. ბევრ თქვენგანს სხვისი მიზნების ნახვაც შთააგონებს, აქ ბევრ საინტერესო რამეს იპოვით. უფასო, ინგ

https://dayzeroproject.com/

Barter – რუსული სერვისი მომსახურების გაცვლაზე. თუ თქვენ გაქვთ ცოდნა ამა თუ იმ სფეროში, შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი და იპოვოთ ადამიანი, რომელსაც თქვენ გამოცდილებას გაუზიარებთ.

http://barter.ru/

Mooc-list და Courseon – იმ შემთხვევაში, თუ მთელ ამ ინფორმაციაში გარკვევა გაგიჭირდებათ, აუცილებლად გამოიყენეთ ონლაინ კურსების საძიებო სისტემა. უფასო, რუს/ინგ

https://www.mooc-list.com/

http://courseon.ru/

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური