GE

6 სასკოლო საგანი, რომლის გაცდენას არც ერთი ბავშვი არ მოინდომებს

ყველა ბავშვს  აქვს საყვარელი საგნები.  ნებისმიერმა მოზარდმა იცის, რომ  საინტერესო გაკვეთილზე დრო სწრაფად გარბის, უინტერესო კი  დიდხანს იწელება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემები ცდილობენ სასკოლო გეგმის მოდერნიზებას, რათა განათლება უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახდეს. წარმოგიდგენთ 6 გაკვეთილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც სკოლაში დაბრუნების სურვილს აჩენს.

  1. იაპონია- ბუნებით აღტაცება

ამ გაკვეთილის მიზანია მოზარდებს ასწავლონ გარემოს ესთეტიკური ასპექტების დაფასება ღია ცის ქვეშ. ძალიან ხშირად თანამედეროვე ბავშვები ამ შესაძლებლობების განვითარებას ყურადღებას არ აქცევენ და და უპირატესობას კომპიუტერს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს ანიჭებენ. ამ გაკვეთილში ბავშვები ნიშნებსაც იღებენ, წლის ბოლოს კი გამოცდებს აბარებენ

  1. ბაშკირეთი-მეფუტკრეობა

ბაშკირეთის 100-ზე მეტ სკოლაში საკუთარი სკები აქვთ. ბავშვებს კი ფუტკრების მოვლასა და თაფლის შეგროვებას ასწავლიან. მნიშვნელოვანია ის ფაქტიმ რომ მსგავსი გაკვეთილები მოზარდებს მოთმინებას, ყურადღებასა და სიზუსტესაც ასწავლის

  1. ისრაელი-კიბერუსაფრთხოება

რადგანაც ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, კიბერუსაფრთხოების ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ამის გათვალისწინებით, ისრაელის სკოლაში შემოიღეს საგანი, რომლის სახელწოდებაა „კიბერ ომის თეორია და  პრაქტიკა“. ბავშვებს ასწავლიან როგორ მოიქცნენ კიბერსფეროში და როგორ უპასუხონ ბლოგებსა და კომენტარებს სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, დიდი ყურადღება ეთმობა ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულების საკითხს.

  1. სომხეთი-ხალხური ცეკვები

სომხეთი ამაყობს თავისი ეთნიკური ცეკვებით. მათი კულტურა 1500-ზე მეტ ადგილობრივ ცეკვას აერთიანებს, რომელსაც თავის მხრივ უნიკალური ისტორია აქვს. სწორედ ამიტომაც, 2013 წელს ხალხური ცეკვები სასკოლო პროგრამის აუცილებელი ნაწილი გახდა

  1. ავსტრალია-სერფინგის გაკვეთილი

ავსტრალია ცდილობს  „სერფინგის გურუს“ სტატუსი შეინარჩუნოს. სწორედ ამ მიზნით სკოლებში სერფინგის გაკვეთილები შემოიღეს. ანალოგიური საგანი ჰავაიზეც ისწავლება

  1. აშშ- სამეცნიერო აღმოჩენები

სამეცნიერო თეორიის კურსის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ზოგ სკოლაში ბავშვებს საშინაო დავალებებს აძლევენ, რომლის შესასრულებლად 1 წელი აქვთ. კვლევითი პერიოდი პრეზენტაციით სრულდება, რომელსაც ბავშვები მასწავლებლისა და კლასელების წინაშე მართავენ. ისინი სათითაოდ განიხილავენ და აფასებენ ყველა პროექტს მისი წარმატებისა და აქტუალობის მიხედვით, ამის შემდეგ კი მასწავლებლები საბოლოო ნიშანს წერენ.

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და უჩვეულო სასწავლო დაწესებულებები

მოამზადა ლიკა გახარიამ

წყარო: brightside.me

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური