61-ე სკოლის პირველი კლასის დამრიგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა დაიკეტა და ონლაინ სწავლებას დაუბრუნდა
თბილისის 61-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, პირველი კლასის დამრიგებელს, კორონავრუსი დაუფიქსირდა. შედეგად, მასწავლებელი მკურნალობის კურსს გადის, ხოლო ყველა, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა, თვითიზოლაციაშია. როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში განუმარტეს, შემთხვევა გუშინ დადასტურდა, დღეიდან კი სკოლა დაიკეტა და ონლაინ სწავლებას დაუბრუნდა. ასე გაგრძელდება 21-ოქტომბრამდე და თუკი მანამდე ვირუსი აღარავის გამოუვლინდება, პედაგოგები და მოსწავლეები მე-6 კლასის ჩათვლით, საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.
სკოლის დირექტორის, შორენა ღუდუშაურის განცხადებით, ახლა ეპიდემიოლოგები იმას იკვლევენ, თუ საიდან დაინფიცირდა პედაგოგი. მისივე თქმით, პარასკევს ღამე, ეჭვის გაჩენისთანავე, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ანალიზის პასუხი დაადასტურებდა, რომ პედაგოგი კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული, სკოლის ადმინისტრაციამ შენობაში დეზინფექცია ჩაატარა, რათა მეორე დილას მოსწავლეები და პედაგოგები იქ უსაფრთხოდ შესულიყვნენ. დადასტურების შემდეგ კი ადმინისტრაციამ, ეპიდემიოლოგების რჩევით, სკოლის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
„როგორც კი გავიგეთ, რომ ეჭვი არსებობდა, მისი სადამრიგებლო კლასი მაშინვე ონლაინ რეჟიმზე გადავიყვანეთ. მერე კი, ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯობდა დისტანციურ რეჟიმზე მთელი სკოლა გადაგვეყვანა. მისი შვილებიც ჩვენთან სწავლობენ და მშობლებსა და ბავშვებში პანიკა რომ არ დაწყებულიყო, თავდაცვის მიზნით, ასე გადავწყვიტეთ. მისი ოჯახიც და სადამრიგებლო კლასიც, თვითიზოლაციაშია. ასევე, ყველა ის პირი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. ვინც ახლო კონტაქტში იყო და ვინც საჭიროდ ჩათვალეს, მათ დღეს ანალიზებიც აუღეს. ვმოქმედებთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებითა და სამინისტროსთან შეთანხმებით“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან შორენა ღუდუშაური.
დირექტორი ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ დისტანციურ რეჟიმზე დარჩენის სურვილს, მშობლების ნაწილი, მანამდეც გამოთქვამდა და სწორედ ამიტომ, მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა დაახლოებით 7-8% სწავლას სახლში აგრძელებდა. ჯერჯერობით უცნობია რამდენით გაიზრდება ეს მაჩვენებელი ამ ყველაფრის შემდეგ.
ქვეყანაში მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები ამ ეტაპზე არ გატარდება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება