„საბავშვო ბაღში ვირუსის დადასტურებსი დროს ისევე ვიმოქმედებთ, როგორც ეს სკოლებში ხდება“
ქვეყანაში მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები ამ ეტაპზე არ გატარდება და იქნება სიტუაციური, წერტილოვანი შეზღუდვები.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ისეთივე მიდგომა იქნება საბავშვო ბაღების შემთხვევაში, როგორც ეს არის სკოლებში.
“მაგალითად სკოლაში როდესაც გვაქვს ინფიცირების შემთხვევები და ასეთი მაგალითები გვაქვს კიდეც, არ იკეტება მთლიანად სკოლა. იკეტება თუ საჭიროა კლასი და ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა, თუ მასწავლებელს აქვს, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა ასევე თვითიზოლაციაში გადადის და შემდგომ, 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში რჩებიან ადამიანები. იქ ეპიდემიოლოგებთან ერთად ირჩევა ეს საკითხი და თუ საჭიროა და სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ან კლასი გადადის. ასე იქნება იგივე ბაღებთან მიმართებაში, იგივე სხვა დაწესებულებებთან მიმართებაში. მოხდება ჯგუფის გადაყვანა დისტანციურად და თუკი რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდება, მსჯელობის მერე გადაწყდება გადავიდეს თუ არა დისტანციურად მთლიანად ბაღი. პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, შერჩევითი, ანუ ე.წ რენდომული ტესტირება როგორც ბაღის, ისე სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში მალე დაიწყება.
ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა.
თბილისში, სამი ბაღის გამოკლებით, სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდება
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება