აბიტურიენტებისთვის ძირითადი გამოცდების ჩაბარება უცხოური ენების გამოცდით დასრულდა – როდის გამოქვეყნდება ტესტები
დღეს 2020 წლის აბიტურიენტები ძირითადი საგნების ჩაბარებას უცხოური ენის გამოცდებით დაასრულებენ. არსებული პანდემიის ფონზე, ქართული ენის მსგავსად, უცხოური ენების გამოცდაც გახანგრძლივებულად ჩატარდა და ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში აპლიკანტები გამოცდას 3 დღის განმავლობაში რამდენიმე სესიად აბარებენ.
რაც შეეხება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს, გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ისინი ხვალ გამოქვეყნდება.
მიმდინარე დღეებში, უცხოური ენების ტესტირებაზე გამოცხადებულთა სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
I დღე, პირველი სესია: დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ტესტირებაზე 93%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
I დღე, მეორე სესია: დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ტესტირებაზე 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
II დღე, პირველი სესია: დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ტესტირებაზე 94%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა. დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
II დღე, მეორე სესია: დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ტესტირებაზე 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
III დღე, პირველი სესია: დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ტესტირებაზე 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
III დღე, მეორე სესია: დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ტესტირებაზე 94%-ზე მეტი. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
ინფორმაციისთვის, წელს აბიტურიენტებს უცხოური ენების ტესტებში ორი სიახლე დახვდათ. კერძოდ: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. და მეორე ცვლილება: მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.
აპლიკანტები მომავალ დღეებში გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გამოცდა წელს ძირითადი გამოცდების სიიდან ამოიღეს, მასზე არჩევანი 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება