რა მოეთხოვება აბიტურიენტს ზოგადი უნარების გამოცდის ტესტზე მუშაობისას – საჭირო წვრილმანები
2020 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე გასულმა თითოეულმა აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოგადი უნარების ტესტით მოწმდება სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის ადეკვატური გაგების, გააზრების უნარი, ასევე, ლოგიკური მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარი.
ტესტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ვერბალური ნაწილი (40 დავალება) – ლოგიკა, წინადადებების შევსება, წაკითხული ტექსტის გააზრება, ანალოგიები; მათემატიკური ნაწილი (40 დავალება) – რაოდენობრივი შედარება, ამოცანები, მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა საკმარისობა; ტესტში 80 დავალებაა. თითოეულ დავალებას ახლავს 4 ან 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულაა 80; ტესტზე სამუშაო დროა 3 სთ და 10 წთ. (1 სთ. და 35 წთ. ვერბალურ ნაწილზე, 1 სთ. და 35 წთ. მათემატიკურ ნაწილზე).
პასუხის მონიშვნისას: პასუხების ფურცელზე მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი; ნომრის ქვეშ იპოვეთ უჯრა, რომელიც თქვენ მიერ არჩეულ პასუხს შეესაბამება; დასვით X ნიშანი ამ უჯრაში.
მაგალითად, თუ მე-6 დავალების პასუხად აირჩიეთ პასუხის (ბ) ვარიანტი, მაშინ პასუხების ფურცელზე უნდა მოძებნოთ მე-6 დავალების სვეტი და ამ სვეტში, პასუხის (ბ) ვარიანტის შესაბამის უჯრაში, დასვათ X ნიშანი (იხ. ნიმუში).
გაითვალისწინეთ:
ა) პასუხის მონიშვნისას გამოიყენეთ მხოლოდ ე.წ. გელიანი კალამი;
ბ) პასუხის მონიშვნისას დავალების ნომერი უნდა ემთხვეოდეს იმ სვეტის ნომერს, რომელშიც
სვამთ X ნიშანს;
გ) თქვენ მიერ არჩეული პასუხის სწორად მონიშვნის ერთადერთი გზა სათანადო უჯრაში X ნიშნის დასმაა. არც ერთი სხვა აღნიშვნა – ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები, შემოხაზვა და ა.შ. ელექტრონული პროგრამის მიერ არ აღიქმება;
დ) დასაშვებია, რომ X ნიშანი გადასცდეს თეთრ უჯრას (იხ. ნიმუში), მაგრამ იგი არ უნდა იყოს
ძალზე მცირე ზომის;
ე) თითოეული დავალების შესაბამის სვეტში უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი, ანუ
მხოლოდ ერთ უჯრაში დასვათ X ნიშანი. თუ სვეტში ერთზე მეტ X ნიშანს დასვამთ, ამ
დავალების არც ერთი პასუხი არ ჩაითვლება სწორად;
ვ) თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ
უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი, და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X
ნიშანი ახალ უჯრაში). ელექტრონული პროგრამა არჩეულ პასუხად მხოლოდ X ნიშნიან უჯრას
აღიქვამს (იხ. ნიმუში). ამიტომ შეუძლებელია ხელმეორედ აირჩიოთ ის პასუხი, რომელიც
გადაასწორეთ (ანუ ის პასუხი, რომლის შესაბამისი უჯრა უკვე მთლიანად გააფერადეთ).
ზ) პასუხების ფურცელი იმ სახით შემოწმდება, რა სახითაც გადასცემთ კურატორს. თუ შეცდომას
დაუშვებთ, პასუხებს არასწორ ადგილას მონიშნავთ და ა.შ., გამოცდის დასრულების შემდეგ
აღარ გექნებათ შესაძლებლობა, გამოასწოროთ ეს შეცდომა. ამიტომ ძალზე ყურადღებით
იმუშავეთ პასუხების ფურცელზე;
თ) პასუხების აღნიშვნისთვის არაა გამოყოფილი დამატებითი დრო. ასე რომ, დროულად მონიშნეთ არჩეული პასუხი შესაბამის უჯრაში.
ტესტირების დასრულებისას, კურატორის თანდასწრებით უნდა დაითვალოთ გადასწორებულ პასუხთა რაოდენობა და აღნიშნოთ უწყისის შესაბამის გრაფაში (თითოეული სრულად გაფერადებული უჯრა ერთ გადასწორებად ითვლება).
იმისათვის, რომ დააფიქსიროთ თქვენი ხელწერა, პასუხების ფურცელზე საგანგებოდ გამოყოფილია ადგილი, სადაც მუშაობის დაწყებამდე უნდა დაწეროთ სტანდარტული ფრაზა: გავეცანი პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას და მზად ვარ, დავიწყო მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გადაწერთ აღნიშნულ ფრაზას, მის ნაცვლად დაწერთ სხვა ფრაზას, მოაწერთ ხელს და ა.შ., თქვენი ნაშრომი არ შემოწმდება.
რა მოეთხოვება აბიტურიენტს უცხოური ენის გამოცდის ტესტზე მუშაობისას – საჭირო წვრილმანები
- როცა პროფესიას ირჩევ – რეკომენდაციები პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევისთვის by რჩევები
- როგორ დავალაგოთ უნივერსიტეტები წარმატებით – 5 ეტაპი რჩევის სახით და მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- „სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე