აბიტურიენტებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მთლიანი სივრცისა და ინფრასტრუქტურის ვირტუალური ტური შეიქმნა
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველთათვის წლების განმავლობაში, ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის აქტივობები: ღია კარის დღეები, გასვლითი შეხვედრები რეგიონებში, მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენებში და სხვა.
მიმდინარე წელს, Covid-19 – ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება და ძირითადმა სარეკლამო აქტივობებმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, შეიქმნა აკადემიის მთლიანი სივრცისა და ინფრასტრუქტურის ვირტუალური ტური, რაც დაინტერესებულ აბიტურიენტებს დაეხმარება სოციალური ქსელის მეშვეობით დაათვალიერონ, გაეცნონ აკადემიის ინფრასტრუქტურას და სამუშაო სივრცეს.
“გამომდინარე იქიდან, რომ აკადემიის ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ვირტუალური ტურის სრულყოფილ ვერსიას შემოგთავაზებთ მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდგომ”, – აღნიშნეს აკადემიაში.
ვირტუალური ტური განთავსებულია აკადემიის ვებგვერდზე.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია