GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ისაუბრა 2023 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და ღონისძიებებზე. რექტორმა თავის გამოსვლაში აგრეთვე ყურადღება გაამახვილა 2024 წლის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მორიგი სამხედრო წოდების „ვიცე-პოლკოვნიკი“-ის მინიჭება მიულოცა ბაკალავრიატის მექანიკის ინჟინერიის მიმართულების უფროსს მაიორ ზვიად აბუთიძეს.

საქართველოს თავდაცვის ძალებში 31 წლიანი და აკადემიაში ღირსეული სამსახურის გამო, აკადემიის რექტორმა საპატიო დაფით დააჯილდოვა აკადემიის შტაბის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი დავით დათუნაშვილი შეხვედრის დასასრულს, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ საპატიო სიგელები გადასცა თანამშრომლებს და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური