აბიტურიენტებისთვის გორის უნივერსიტეტი მასტერკლასების ონლაინ კვირეულს იწყებს – როგორ ჩავერთოთ?
18-25 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ონლაინ კვირეულს – “მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გორის უნივერსიტეტის მასტერკლასებით”.
დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ ვირტუალურ სივრცეში შეხვდეთ და კონსულტაცია გაიაროთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებთან შემდეგი საგნობრივი მიმარულებებით:
- ქართული ენა და ლიტერატურა (მაია ინასარიძე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტი)
- ისტორია (ლევან ახვლედიანი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტორიის საგნობრივი კონსულტანტი)
- მათემატიკა (ეკა კორძაძე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მათემატიკის საგნობრივი ექპერტ-კონსულტანტი)
- ინგლისური ენა (ნონა პოპიაშვილი – სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი, ინგლისური ენის ექსპერტ-კონსულტანტი)
ასევე, ღონისძიების მონაწილეებს შეგეძლებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ გორის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე
დარეგისტრირებულ პირებს თითოეული ონლაინ შეხვედრის ბმული გადაეგზავნებათ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.
შეხვედრები გაიმართება zoom.us პლატფორმაზე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – მიმართულებები და საბუთების სია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი