GE

„იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

26 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და შიდა ქართლის რეგიონის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია – „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა გახსნა. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიურობას და კონფერენციის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.

შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიესალმნენ რექტორის მოადგილე ზურაბ ზურაბაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი.

კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 140-ზე მეტი ავტორის/თანაავტორის მოხსენება შემდეგ სექციებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა და ლიტერატურა;
  • ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია);
  • მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • ბუნებისმეტყველება;
  • სპორტი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური