აბიტურიენტი 4 ივლისის ნაცვლად საგამოცდო ცენტრში დღეს გამოცხადდა
173-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 4 ივლისის ნაცვლად დღეს გამოცხადდა. აბიტურიენტს ამის გამო საგამოცდო ცენტრის დატოვება მოუწია. „4 ივლისს უნდა მოვსულიყავი“, – გვიპასუხა აბიტურიენტმა, ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ დატოვა ასე ადრე საგამოცდო ცენტრი.
აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო გამოცდას აბარებენ.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
70-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2026 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
by ARIS.GE-განათლება
-
რა ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაში – მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი გეგმა წარუდგინა
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ მიმდინარეობს სარეალიზაციო პუნქტში სასკოლო ფორმების გაყიდვა – EDU.ARIS.GE-ს რეპორტაჟი (+ფოტოები)
by ARIS.GE-განათლება