„აბიტურიენტის არჩევანის რიგითობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – NAEC განმარტავს რას ეფუძნება უნივერსიტეტებში ჩარიცხვა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე დღე რჩებათ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას იმოქმედონ გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრონ საკუთარი მიზნები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრას, რაც საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
NAEC განსაკუთრებულ აქცენტს აქცენტს აკეთებს საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის სტრატეგიასა და პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრაზე.
კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის სტრატეგია და პრიორიტეტულობის სწორად განსაზღვრა ეფუძნება განაცხადში პროგრამების თანმიმდევრობას, რაც ნიშნავს, რომ სისტემა პირველ რიგში განიხილავს პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას, რის გამოც არჩევანის რიგითობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პროგრამების ჩამონათვალი უნდა ასახავდეს აბიტურიენტის რეალურ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
“აბიტურიენტებს პროგრამების დამატება, შეცვლა ან გაუქმება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, სარეგისტრაციო სივრცე მიმდინარე კონკურსის მონიტორინგის შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს, რაც აბიტურიენტებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გაიზარდა იმ პროფესიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადია
by ARIS.GE-განათლება