აბიტურიენტთა საყურადღებოდ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განცხადება
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რამდენიმე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა კვლავ დაფინანსდა სრულად და, ამავდროულად, გაიზარდა დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.
იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელთა სწავლა არ ფინანსდება სრულად სხვა წყაროებიდან (სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სოციალური პროგრამა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა დაფინანსების პროგრამა და სხვ.) საშუალება აქვთ, უფასოდ ისწავლონ გორის უნივერსიტეტის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ქართული ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია
ისტორია
ზოგადი განათლების მასწავლებლის მომზადების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა
ბიოლოგია
ეკონომიკა
საჯარო მმართველობა
ინფორმაციული ტექნოლოგიები
აბიტურიენტებს შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების არჩევანში ცვლილების შეტანა აპელაციის შედეგების გამოცხადების მომდევნო დღის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე: 577 251221
გისურვებთ წარმატებებს.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი