ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების მინისტრის პოსტი დატოვა
გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ვიცე–პრემიერის პოსტიდან გადააყენა. ვიცე–პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია დაინიშნება, რომელიც პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უხელმძღვანელებს მიხეილ ჩხენკელი. ის ამ დრომდე გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირიები მრავალ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა ჰარვარდის, პრისტონის, პელსილვანიისა და ა.შ.”, – განაცხადა პრემიერმა.
“ყოფილი მინისტრები კვლავ ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან და მადლობას ვუხდი მათ გაწეული სამუშაოსთვის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგელობას ნდობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უნდა გამოუცხადოს.
ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელის ბიოგრაფია
განათლების სამინისტროს სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის მართვის კომპონენტი შეუერთდება
-
„რეფორმით ვცვლით დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა“
by ARIS.GE-განათლება
-
ვიდრე სკოლას ან მასწავლებელს შვილისთვის ნიშნის მოსამატებლად მიაკითხავთ, ეს უნდა წაიკითხოთ – ქულების განმარტებები
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ, თქვენი რეფორმა ყველაფერს ითვალისწინებს ხარისხიანი განათლების გარდა“ – დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე
by ARIS.GE-განათლება