„ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად განვლო ამ 4 წელმა“ – კურსდამთავრებულის წერილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი საკუთარ გვერდზე სამადლობელ წერილს აქვეყნებს. ლელი პაპუაშვილი, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო, დიდ მადლობას უხდის უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. კურსდამთავრებულის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“უკვე დავასრულეთ უნივერსიტეტი და არ შემეძლო სტატუსის გარეშე დამეტოვა ჩემი უნივერსიტეტი! უცებ გაირბინა 4 წელმა! ამ 4 წლის მანძილზე ბევრი საინტერესო რამ გადამხდა, ბევრი საუკეთესო ადამიანები გავიცანი და დავმეგობრდით და რაც მთავარია ბევრი საინტერესო პროფესიული საქმიანობის დეტალები შევისწავლე!
მადლობა გორის უნივერსიტეტს სტუდენტური ცხოვრების გალამაზებისთვის. მადლობა უნივერსიტეტის რექტორს და ადმინისტრაციას! მადლობა თითოეულ ლექტორსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ ჩვენთვის! მადლობა ჩემს უმაგრეს და მეგობრულ კურსს! მიყვარხართ ბავშვებო! მიხარია, რომ თქვენს გვერდით გავატარე არაჩვეულებრივი სტუდენტობის 4 წელი!
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მცირე წვლილი შეიტანა სტუდენტური ცხოვრების გალამაზებისათვის! არ გემშვიდობებით ჩვენ ისევ შევხვდებით ახლა უკვე სამართლის მაგისტრის ხარისხში! მიყვარხართ და მიყვარს თქვენთან ერთად გატარებული თითოეული წამი!
წარმატებებს გისურვებთ! ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად განვლო ამ 4 წელმა! მადლობა თითოეულ თქვენგანს! მადლობა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს ქალბატონ მარიკა შერაზადიშვილს, რომელსაც მიუხედავად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა ყოველთვის გამონახავს დროს თავისი სტუდენტებისთვის და ყოველთვის აღმოუჩენს საჭირო დახმარებას! მადლობა ქალბატონო მარიკა ყველაფრისათვის! მიყვარხართ! და ისევ შევხვდებით!”
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი