ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც გამოცდებში მონაწილეებს PCR ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ
2020 წლის გამოცდებზე აპლიკანტებს კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ. განსაკუთრებული ყურადღებით ის აპლიკანტები უნდა იყვნენ, რომლებსაც გამოცდებამდე უფიქსირდებოდა სიცხე ან საგამოცდო ცენტრში ექნება მაღალი ტემპერატურა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, აბიტურიენტს, რომელსაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რესპირაციული სიმპტომები, ის აუცილებლად თავისი ოჯახის ექიმის დანიშნულებით უნდა მივიდეს შესაბამის ცენტრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება და უნდა გაიკეთოს PCR ტესტი.
გთავაზობთ იმ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებშიც გამოცდებში მონაწილეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ PCR ტესტირება.
იხილიეთ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული.
იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
-
ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
by ARIS.GE-განათლება
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება