არდადეგების გახანგრძლივება, ვირუსის გავრცელების საფრთხის შემთხვევაში, არ გამოირიცხება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემთხვევაში, სკოლებში არდადეგების თარიღი გადაიხედოს.
“ჯერ არ განვიხილავთ, რომ 16 მარტის შემდეგაც გადაიდოს სასწავლო პროცესი, ამას გვიჩვენებს სიტუაცია. ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება ქვეყანაში დადგება, და ნებისმიერი ადამიანი, მოსწავლე თუ სტუდენტი დადგება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდეს არც ერთი ჩვენი მოქალაქე. შესაბამისად, იმ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რასაც მოგვცემს ჯანდაცვის სამინისტრო”, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.
მისივე თქმით, საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს შენობების სადეზინფექციო სამუშაოები. ამ პროცესს სკოლების მიერ დაქირავებული სპეციალური კომპანიები ახორციელებენ.
“სკოლების დიდი ნაწილს აქვს მუდმივად დადებული ხელშეკრულება ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ დეზინფექციას ყოველთვიურად. მეორე ის, რომ სკოლები მზად არიან კონტრაქტები გააფორმონ და პროცესი მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო მზად არის, საჭიროების მიხედვით ამ პროცესში შესაბამისი თანხა გამოყოს”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
როგორც ცნობილია ყველა სასწავლო დაწესებულებაში, ასევე ბაღებში, სასწავლო პროცესი 16 მარტამდე, ან 16 მარტის ჩათვლით არის გადადებული.
სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს აღარ ჩატარდება
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება