სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს აღარ ჩატარდება
ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება 2020 წლის 6 და 7 მარტს არ ჩატარდება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სამინისტროში განუცხადეს, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა.
უწყებისვე ცნობით, განახლებული ინფორმაცია სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების შესახებ, შესაბამის ვებგვერდზე 2020 წლის 20 მარტისთვის განთავსდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდით ცხელ ხაზს 2 200 220 (შიდა 6).
სკოლის დირექტორობის მსურველთათვის დამატებითი ინფრომაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.
აუცილებელი ინფორმაცია სკოლის დირექტორობის მსურველთათვის:
სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდისთვის
რომელი კანონები უნდა იცოდეს სკოლის დირექტორობის მსურველმა სერტიფიცირების გამოცდისთვის
საგამოცდო პროგრამა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირებისთვის დამტკიცდა
შეეხებათ თუ არა სერტიფიცირება მოქმედ სკოლის დირექტორებს და მოვალეობის შემსრულებლებს
საჯარო სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა – დოკუმენტი
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება