„ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა“
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ მიმდინარე განათლების რეფორმა, მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზეა ორიენტირებული და არა დაზეპირებაზე. მისივე თქმით, სკოლებს აქვთ სრული თავისუფლება, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა მოახერხონ.
„ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ როგორ გამოვიყენებდით ამ ცოდნას ცხოვრებაში, ეს არ გვქონდა გააზრებული. მუდმივად ვიძახით იმას, რომ დღეს განათლების სისტემა ახორციელებს რეფორმას და მუდმივად არის კრიტიკა, რომ რა ვერ განახორციელესო. რეფორმა სწორედ ეს არის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რაზეც დგას ზოგადი განათლება და სწორედ ეს ახალი გეგმა ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა. ის წიგნები, რომლებიც იბეჭდება და საჩუქრად გადაეცემა მოსწავლეებს, შეგიძლიათ გადადოთ და არ გამოიყენოთ. აქამდე თუ იყო, რომ დავუშვათ მეოთხე კლასში, ერთი წლის შემდეგ რა შედეგზე უნდა გასულიყვნენ და ბავშვმა იცოდეს ეს, ეს და ეს – არა. ახლა არის მაგალითად 4 წლის შემდეგ, 6 წლის, 9 და 12 წლის შემდეგ რა უნდა იცოდეს, რა ცოდნა უნდა დაიგროვოს ადამიანმა. ოღონდ ეს ცოდნა, ესეც არის კომპლექსური აზროვნება, ანუ თითოეული თემა განიხილოს, გაიშალოს და ცხოვრებაში გამოიყენოს. აი ამას ნერგავს დღეს განათლების სისტემა“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
ეკატერინე დგებუაძემ ასევე ისაუბრა რეფრომის ფარგლებში სასკოლო კულტურის ცვლილების აუცილებლობასა და თოთოეული მოსწავლის მიმართ ინდვიდუალური მიდგომის დანერგავზე. მისივე თქმით განათლების სისტემაში მალე სოციალური მუშაკები გამოჩნდებიან.
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ დადგენილება უნდა გადაიხედოს“
- არჩევნები სტუდენტთა პროტესტის ფონზე – ბსუ-ის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა by ARIS.GE-განათლება
- მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების გაჭიანურების გამო by ARIS.GE-განათლება
- „ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი – ვქმნით სამთავრობო კომისიას“ by ARIS.GE-განათლება