ბათუმში გარკვეული შეფერხებები დისტანციური სწავლების კუთხითაც შეიქმნა

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე, ბათუმში გარკვეული შეფერხებები დისტანციური სწავლების კუთხითაც შეიქმნა, რადგან რამდენიმე პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა. ვირუსი ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს დაუფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის 7 მასწავლებელია.
ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ეს სკოლის კლასტერი არ არის:
“სკოლაში არ დადიოდნენ. ჩვეულებრივ დისტანციური სწავლების პროცესში იყვნენ ჩართულები. შესაძლოა ოჯახების ან მეზობლების კონტაქტები არიან”, – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, გახსნილი სკოლების რიცხვს დღეს კიდევ ერთი გამოაკლდა, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა. სასწავლო დაწესებულებაში ინფექცია 2 მოსწავლეს დაუდასტურდა, მათი ინფიცირების წყარო ქობულეთიდან მოწვეული მასწავლებელია.
2020 წლის 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1577 სკოლაში დაიწყო, თუმცა ასეთი სკოლების რიცხვი ყოველდღიურად მცირდება. ამ ფონზე კი საზოგადება 1-ელი ოქტომბრიდან სკოლების გახსნას ელოდება. მედიკოსების განცხადებით, აღნიშნული თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს სკოლა ისევ – თენგიზ ცერცვაძის განმარტება და თამარ გაბუნიას პასუხი
-
ისტორიის სწავლების „ახალი“ პოლიტიკა სკოლაში – რისკები და გამოწვევები by განათლებული ბლოგი
-
აჭარის მუნიციპალიტეტებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – სწავლის განახლების თარიღი by ARIS.GE-განათლება
-
საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8 მარტს დაიწყება – სასწავლო პროცესის განახლების თარიღი by ამბები ზოგადი განათლებიდან