რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს სკოლა ისევ – თენგიზ ცერცვაძის განმარტება და თამარ გაბუნიას პასუხი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 200-220-ის ფარგლებს გადავა, ალბათ, საჭირო გახდება სწავლის კიდევ ორი კვირით გადადება. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
“თუ მდგომარეობის დასტაბილურება მოხერხდა ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გარკვეულ ფარგლებში დავიჭირეთ, მაშინ სკოლებში ის შეზღუდვა, რაც ჯერჯერობით არის, საკმარისი იქნება”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, თუ სიტუაციას ვერ დაიჭერენ, მაშინ შესაბამისი სტრუქტურები, ალბათ, განიხილავენ, სწავლის გადადებას, თუმცა აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, საჭირო არ გახდება.
თენგის ცერცვაძის ამ განცხადებას მოგვიანებით ამავე ეთერში უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ექსპერტების ასეთი განცხადებები ეპიდემიის დინამიურობას უკავშირდება.
„ეპიდემიის კუთხით რა სიტუაცია იქნება, ზუსტად პროგნოზირება, რა თქმა უნდა, რთულია. გვქონდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სკოლებში დაფიქსირდა და მოგვიხდა იმ სკოლებში სასწავლო პროცესის რაღაც დროით შეჩერება. ესეც შესაძლებელია მოხდეს, თუმცა აქაც არაფერია საგანგაშო და ეს პროცესები იმართება. იმართება და ამას უნდა გავყვეთ, ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ არ დაიწყოს სასწავლო პროცესი. მართვადია ეს ყველაფერი და ამდენად, ჯერ–ჯერობით ვართ იგივე გადაწყვეტილებაზე, რაც იყო სწავლის დაწყებასთნ დაკავშირებით”, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.
„სწავლის თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია“ – თამარ გაბუნია
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება