ჩხენკელის მიერ ნახსენები გეგმა განათლების სამინისტრომ ხვალ უნდა წარმოადგინოს
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მინისტრ ჩხენკელის მიერ დღეს ნახსენებ გეგმას, რომელიც მისივე თქმით, სწავლის გადადების შემდეგ აკადემიური თვალსაზრისით არის შემუშავებული, ხვალ წარმოადგენს.
ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ დიდი ალბათობით, გეგმა ელექტრონული ფორმით გავრცელდება.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია რას შეიძლება ითვალისწინებდეს აღნიშნული გეგმა, თუმცა უმაღლესების ნაწილს აქამდეც ჰქონდა გამოცხადებული მზაობა სწავლების ონლაინ პრინციპზე გადასვლის შესახებ.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს პრინციპი, ონლაინ სწავლება, შეუძლებლად მიაჩნიათ სპეციალისტებს საჯარო სკოლების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს ყველა სასწავლო დაწესებულებაში არდადეგების პირველ აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან