„განათლების სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული გეგმა აკადემიური თვალსაზრისით“
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს უკვე აქვს გეგმა, რომლის თანახმადაც სასწავლო დაწესებულებების შესვენების პერიოდში, აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება. კონკრეტულ დეტალებზე მას ამ ეტაპზე არ უსაუბრია.
„ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არდადეგები ყველა სასწავლო დაწესებულებაში გაგრძელდეს პირველ აპრილამდე. მინდა ყველას ხაზგასმით ვუთხრა, რომ ჩვენს სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული გეგმა აკადემიური თვალსაზრისით, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გააცნობენ მოსწავლეებს და სტუდენტებს შესაბამისად და ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისას, რომ აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში 16 მარტამდე გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
ჩხენკელის მიერ ნახსენები გეგმა განათლების სამინისტრომ ხვალ უნდა წარმოადგინოს
მოამზადა თამთა ვირსალაძე
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან