ცნობილია რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – საერთო სტატისტიკა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 22 აპრილს 2025 წლის ზაფხულის გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.
საერთო სტატისტიკა ასეთია:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
ყველაზე მეტი აბიტურიენტი 2025 წელს ისტორიას ჩააბარებს – როგორია არჩევანი საგნების მიხედვით
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
“გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე