ცვლილება ესგ-ში – პარალელურ კლასებში 15 მოსწავლეზე მეტი არ დაიშვება, თუმცა არსებობს გამონაკლისიც
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსის პანდემიის მართვის პარალელურად სასწავლო პროცესი განახლდა, განსხვავებული წესებიც აამოქმედეს, მაგალითად, კლასში 15 ბავშვზე მეტი მოსწავლე არ დაიშვება. ასეთი მოცემულობისგან საქართველო შორს არის.
ის ცვლილება, რომელიც საქართველოს განათლების მინისტრის ხელმოწერით ამოქმედდა, ეხება პარალელური კლასების რიცხვოვნობას და არა თითოეული კლასის შემცირებას, თუმცა ესეც ითვალისწინებს გამონაკლისს, რაც დიდი ალბათობით სხვა რეალობას მოგვცემს:
„ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან (შემდგომში – რესურსცენტრი) შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში – ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით. მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება იმ რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით”, – ვკითხულობთ ბრძანებაში №52/ნ.
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება