ცვლილება კანონში – გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა შესაძლოა, შემცირდეს
შესაძლოა, გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა ბაკალავრიატში 4 წლიდან 3 წლამდე ანუ 180 კრედიტამდე, მაგისტრატურაში კი 2 წლიდან 1 წლამდე შემცირდეს. ამას განათლების შესახებ მთელ რიგ კანონებში ცვლილებები ისახავს მიზნად, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ერთ-ერთი ასეთი „მოკლე ციკლის პროგრამებია“.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განუცხადა, „მოკლე ციკლის პორგრამები“ არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად ან ნაკლები ვისწავლოთ.
„ეს არის პროფესიები, სადაც მოკლე ციკლი შესაძლებელია. შრომის ბაზარზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, ეს მოკლე ციკლის პროგრამები კი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ მალე შევიდნენ ბაზარზე. ეს არის უნივერსიტეტებთან ერთად მომზადებული კანონპროექტი“, – აღნიშნა თეიმურაზ მურღულიამ.
მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მოადგილემ არ ისაუბრა კონკრეტულ პროგრამებზე, (რადგან ამას ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხება სჭირდება), კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ამ ჩამონათვალში ვიხილოთ ე.წ. პოპულარული პროფესიები, მურღულიამ უპასუხა, რომ „პოპულარული პროფესიებიც შევა ამ სიაში და არაპოპულარულიც“.
თეორიულად, არ გამოვრიცხავ, რაღაც პროფესიები გაუქმდეს – განათლების მინისტრის მოადგილე
„შესაძლოა, სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს“ – მინისტრი
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება