„შესაძლოა, სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს“ – მინისტრი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, შესაძლოა სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს.
ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
გარდა ამისა, მინისტრმა დააანონსა, რომ შესაძლოა, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსების სისტემაც შეიცვალოს.
„რაც მეტი დახმარება ექნება სახელმწიფოსგან სახელმწიფო უნივერსიტეტს, მით უკეთესი. ვაუჩერულ სისტემას აქვს თავისი პლუსები, მაგრამ აქვს ძალიან ბევრი მინუსი. ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ და სრულად უნდა გადავხედოთ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელს. მაგალითად, ერთ–ერთი მოდელი, რომელსაც აქტიურად ვიხილავთ არის სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტები არ უნდა ოპერირებდნენ როგორც კერძო უნივერსიტეტები. რეალობა ასეთი გვაქვს, რომ მათი შემოსავლის ძირითადი ნაწილი არის სტუდენტების მიერ სწავლაში გადახდილი თანხა, რაც ბევრ პრობლემას ქმნის სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. თანხები არ რჩება უნივერსიტეტებში, რომ განხორციელდეს სერიოზული სამეცნიერო კვლევები.
“ამიტომ, როგორც აღვნიშნე, მსოფლიო ბანკთან ერთად საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები და ერთ–ერთს გავაჟღერებ – ფაკულტეტებზე სწავლაში გადასახადი, მათი აზრით, არ უნდა იყოს ერთი და იგივე. სპეციალობას გააჩნია რა არის და ამის მიხედვით უნდა იყოს სტუდენტის მიერ სწავლაში გადახდილი თანხა. თუმცა, ზოგადად, უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხი არის ერთ–ერთი გამოწევევა.
მსოფლიო ბანკთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გვექნება კონკრეტულ მოდელებზე საუბარი და ამის განხილვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეფექტური ფინანსირება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების”, – განაცხადა ჩხენკელმა.
უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება მოხდება – განათლების მინისტრი
„წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები 2018 წლიდან გაიზრდება“
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება