„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „ჰორიზონტი“
26 ოქტომბერს ოზურგეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა. პრეზენტაციის ფარგლებში სასწავლებლის სტუდენტები გაეცნენ EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილ ახალ გვერდს – https://edu.aris.ge/tvet/, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.
აღნიშნულ პრეზენტაციას „ჰორიზონტის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ თმის სტილისტის, მზარეულის, ბართენდერის, სარესტორნო და სასტუმრო საქმისა და სხვა მიმართულების სტუდენტები. ისინი პროექტით ძალიან დაინტერესდნენ და სტუდენტების ნაწილი ადგილზევე დაჩექინდა,
დაჩექინება მარტივია და კოლეჯ „ჰორიზონტის“ სტუდენტებმა საკუთარი მონაცემების დატოვება „ჰორიზონტის“ მიკროვებგვერდზე შეუძლიათ.
პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება