„დანამატი გაეზრდებათ იმ პედაგოგებსაც, ვისაც არ აქვს სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად“
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2021 წლიდან სტატუსიან პედაგოგებს ანაზღაურება გაიზრდება როგორც სრულ, ასევე არასრულ განაკვეთზე პროპორციული გაანგარიშების შესაბამისად.
„ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება. 2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული პარამეტრები გადაუგზავნა, რომლის თანახმადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 802.6 მლნ განისაზღვრა, რაც წინა წარდგენასთან შედარებით 64.5 მლნ ლარითაა გაზრდილი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ბიუჯეტით გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა 100 ლარით. გაზარდილი ხელფასის აღებას ისინი 2021 წლის იანვრიდან შეძლებენ.
მასწავლებლებს დანამატი ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე უნდა მომატებოდათ, თანაც არა 100, არამედ 150 ლარის ოდენობით, თუმცა მთავრობამ დანაპირები არ შეასრულა.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება